განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ნი----------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1-----–-–-----------–-, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, გ-–-----------------------------------------------5-ში.
ადვოკატი - გ---–-------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ.თბილისი, ვ-----–-----------ი #2-ში მდებარე ე.წ. „ც------------------ს“ ტერიტორიაზე განთავსებული, კო------------ს კუთვნილი მაღაზიიდან, ა------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----------–---–-ას კუთვნილ „i--------“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ა------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ნ-----------–---–-ას, გ---------------ის, ზ-------------–---–ისა და ვ-------------–--ას გამოკითხვის ოქმებს, ა------------ას პირადი ჩხრეკის ოქმს, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ა------------ას მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ა------------ას ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ნ-----------–---–-ას კუთვნილ „i--------“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
3.3. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ა------------ას მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ნ-----------–---–-ას კუთვნილი „i--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ა------------ა სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ა------------ას მიერ ნ-----------–---–-ას კუთვნილი „i--------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ა------------ას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------------ას მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს ფსიქიკური ნაკლი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ა------------ა დავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა (კოდი - F20.05; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის დროს ა------------ა დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა------------ა თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------------ა რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.5. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა------------ას მიმართ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა ქ.თბილისის შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------- სამმართველოს მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ნ---------–---–-----ის 2018 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით. აღნიშნული ექსპერტიზა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე არ ჩატარებულა. საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა“.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისგან.
5.7. იმის გათვალისწინებით, რომ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა ბრალდების მხარის ინიციატივით და ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის ყოფნის ვადა კანონმდებლის მიერ გათანაბრებულია პატიმრობის ვადასთან, რა დროსაც ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა მას უნდა ჩაეთვალოს პატიმრობის ვადაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა------------ას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით უნდა შეუმცირდეს სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გათვალისწინებით (წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ გამოსაკვლევი პირი მისივე წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოთავსებული იქნა 2018 წლის 19 ოქტომბერს. შეჯამებითი გამოკვლევა ჩატარდა 2018 წლის 30 ოქტომბერს).
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. ა------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
- ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი