განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/513-20 (0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა
და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ვალ----ან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი ნინო ხაჩიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---- ჯ---ა - დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.თბილისის, ვ---------–------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჟ-------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ---- ჯ---ამ ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ასევე იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, გამოხატული ფსიქიკური იძულებით, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, ჟ-------------------ში ლ---- ჯ---ამ, თავის შვილს ა--------ას ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვა ისრაელიდან დედის მიერ მისთვის გამოგზავნილი ფულის გადაცემა.
2019 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, ჟ-------------------ში ლ---- ჯ---ამ, თავისი შვილი ა--------ა და არასრულწლოვანი შვილი ლ-–- ჯ---ა, მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფით და სახლის გადაწვის მუქარით ფსიქიკურად აიძულა შეესრულებინათ მოქმედება, რომლის შესრულებაც ლ-–- ჯ---ასა და ა--------ას უფლებას წარმოადგენდნენ, კერძოდ, ლ---- ჯ---ამ მოსთხოვა არ წასულიყვნენ სახლიდან, რის შედეგადაც შეეცადა სახლისთვის, სადაც ცხოვრობდა შვილებთან და დედასთან ერთად წაეკიდებინა ცეცხლი.
ლ---- ჯ---ამ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით 0,0039 გრამს, რაც 2019 წლის 23 დეკემბერს შ--------------–-------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისში, ჟ-------------------ში, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შემდეგ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ლ---- ჯ---ამ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები.) ერთობლიობა ლ---- ჯ---ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ჯ---ამ ჩაიდინა:
1. გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, გამოხატული ფსიქიკური იძულებით, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
3. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ---- ჯ---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ---- ჯ---ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ---- ჯ---ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ---- ჯ---ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას და მიაჩნია, რომ ლ---- ჯ---ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ჯ---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ლ---- ჯ---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
3. ლ---- ჯ---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. ლ---- ჯ---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 დეკემბრიდან;
5. ლ---- ჯ---ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
ხოლო ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
6. ბიდონი, მასში მოთავსებული სითხით, ანაწმენდები დოლბანდზე და შპრიცი, მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებით (ინახება შ--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–----------------- სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი