მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება
თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე , 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება .
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.
2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022
მთავარი მონაცემები
ვადა48 საათის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე , 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება . (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ. 2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №2კ-751აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
…პირის მოთავსების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას ( საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი). 13.1.1. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, როდის უნდა მოხდეს პირის მოთავსება…
საქმე №ას-1122-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
…ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შ–ი 2006-ს მიწის ნაკვეთთან და ბ–ის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ეპიზოდები). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 362-ე…
საქმე №ბს-288(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
…გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. სისხლის სამართლის საქმეზე 2006 წლის 19 თებერვალს მ. ჯ-ა მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მას აღკვეთი…
…მათ შორის - ფსიქიატრიის დეპარტამენტის სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა გაიმართა 2014 წლის 1 იანვარს, ხოლო წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2014 წლის 20 თებერვალს. · საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა…
…გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ და,,ბ’’ ქვეპუნქტებით (მ--------------–---–-- ეპიზოდი) -(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველო სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ და,,ბ’’ ქვეპუნქტებით (-----–----------–-------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 180, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-180/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია