განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210013214841
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3158-18 15 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ------- ნ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–- დ---–-–---–ი, ჯ----– ლ------ე, მ--–---- ბ---–--ე, ა-–---------- ძ---–---–ი, ზ---- ჭ------–-–-ილი
წარმომადგენელი - მ--–---- პ-------ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხეების ლ-–- დ---–-–---–ის, ჯ----– ლ------ის, მ--–---- ბ---–--ის, ა-–---------- ძ---–---–ისა და ზ---- ჭ------–-–-ილის მიმართ სოლიდარულად, ზიანის სახით - 62 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენის თანახმად, მოპასუხე ლ-–- დ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (–----------------–-------------------------------–---------------------------------–---–---------------------–--------–---------------. საბოლოოდ ლ-–- დ---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით განესაზღვრა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობითად ჩაეთვალა და გამოსაცდელ ვადად 6 წელი დაუდგინდა, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 20 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად, დაენიშნა (ტომი I, ს.ფ. 13-112).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენის თანახმად, მოპასუხე ზ---- ჭ------–-–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (–---------------–----------------------–--–---–-----–-----------------------–--------–---------------. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3-----------–---------------------------------–---–---------------------–--------–-------------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (-------------------–---------------------–--------–-------------. საბოლოოდ ზ---- ჭ------–-–-ილს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით განესაზღვრა. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად, დაენიშნა (ტომი I, ს.ფ. 13-112).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენის თანახმად, მოპასუხე ჯ----– ლ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (------------–--------------------------–----–------------------------. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (-----–-----–----–---–-------------------------–-------------------- (ტომი I, ს.ფ. 13-112).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენის თანახმად, მოპასუხე მ--–---- ბ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მოპასუხე მ--–---- ბ---–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით მიესაჯა, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და ამ მუხლით მას მოსახდელად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა. მოპასუხე მ--–---- ბ---–--ეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად, დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 13-112).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენის თანახმად, მოპასუხე ა-–---------- ძ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (------------–-----–---------------------–--------–------------- და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (–---------------–----------------------- - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (-–----------------–------------------------ - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და ამ მუხლით მოსახდელად თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (------------–---------------------------------–----–----------------------- - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (------------–---------------------------------–----–----------------------- - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და ამ მუხლით მას მოსახდელად თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 13-112).
10. უძრავი ქონება მდებარე: თ---–-----–---–--------------------------------------------------–---------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------, თანასაკუთრების უფლებით გ------- ო--–---–ს, ი-–-- შ--------ასა და შ----------–--------ს“, შემდეგი წილობრივი მონაცემებით ეკუთვნოდათ: გ------- ო--–---–ი 1/20 ნაწილი (5%), შ----------–-------“ 18/20 ნაწილი (90%), ი-–-- შ--------ა 1/20 ნაწილი (5%) (ტომი I, ს.ფ. 113-114).
11. 2007 წლის მონაცემებით, უძრავი ქონება მდებარე: თ---–-----–---–--------------------------------------------------–---------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0--------------- საკუთრების უფლებით გ------- ო--–---–ს ეკუთვნოდა (ტომი I, ს.ფ. 141).
12. მოპასუხეების - ჯ----– ლ------ის, მ--–---- ბ---–--ის, ა-–---------- ძ---–---–ის, ლ-–- დ---–-–---–ისა და ზ---- ჭ------–-–-ილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 375-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, წინასწარი გამოძიება 2009 წლის 20 სექტემბერს დაიწყო და და 2009 წლის 21 სექტემბერს დამთავრდა (ტომი I, ს.ფ. 143).
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2009 წლის 31 აგვისტოს დადგენილების თანახმად, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფების მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადებით და მათი გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლება განხორციელდა, რითაც საქართველოს სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. აღნიშნული დადგენილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დაზარალებულად იქნა ცნობილ (ტომი I, ს.ფ. 144).
14. 2013 წლის 22 მაისის #20 აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ-------–-----–---–-------------------ს მოპირდაპირედ განთავსებული 1250 კვ.მ. მიწის (ფართის (საკადასტრო კოდი - 0---------------) საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება 62 500 ლარს შეადგენს (1 კვ.მ. – 50 ლარი) (ტომი I. ს.ფ. 171-176).
15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 20 ნოემბრის დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა დაადგინა, მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება/1997 წლის სხდომის ოქმი #21-ს მიღების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა მოქალაქე გ------- ო--–---–ის თხოვნა. გ------- ო--–---–ს გლდანის რაიონში, წ---–----------------ს მოპირდაპირედ თავისუფალი ნაკვეთი გამოეყო, რომელსაც ხელშეკრულება მუნიციპალიტეტთან დადგენილი წესით უნდა გაეფორმებინა (ტომი I. ს.ფ. 185).
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით #0-------------- და #0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო (ტომი I. ს.ფ. 187-190).
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის მსჯავრდებულ მ--–---- ბ---–--ის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული მ--–---- ბ---–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდა (ტომი I. ს.ფ. 194-196).
18. სისხლის სამართლის #0-------- საქმიდან ამონარიდის თანახმად, ჯ----– ლ------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, წინასწარი გამოძიება დაიწყო 2009 წლის 19 ნოემბერს და 2009 წლის 19 ნოემბერს დამთავრდა (ტომი I. ს.ფ. 296).
19. თბილისის არქიტექტურის 2009 წლის 26 ოქტომბრის წერილის თანახმად, 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 02 მარტის მდგომარეობით 46 ქვეზონას განეკუთვნებოდა, სადაც უძრავი ქონების ნორმატიული ღირებულება 17 ლარს შეადგენდა (ტომი I. ს.ფ. 298).
20. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ლ-–- დ---–-–---–ის, ჯ----– ლ------ის, მ--–---- ბ---–--ის, ა-–---------- ძ---–---–ისა და ზ---- ჭ------–-–-ილის მიმართ, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 62 500 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს.
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის (დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება) სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, წარმოადგენს, რომლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა დანაშაულებრივი ქმედებით, თაღლითურად მიისაკუთრეს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ-------–-----–---–------------------. ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარუდგინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა იურიდიულ შემადგენლობას წარმოადგენს, რომელიც პირისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცედურული მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ, რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმით, გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილია მხოლოდ ჯ----– ლ------ე, ხოლო, რაც შეეხება სხვა თანამოპასუხეებს, ისინი კონკრეტულ ეპიზოდში, კერძოდ, ქ-------–-----–---–------------------ მდებარე უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ნაწილში, ბრალდებულად ცნობილი არ არიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ლ-–- დ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ შ---------------–-------------------------------–-- ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ ეპიზოდებთან მიმართებით. ზ---- ჭ------–-–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ შ-----------ს მიწის ნაკვეთთან, ბელიაშვილის მიწის ნაკვეთებთან და მდინარე ვერეს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ ეპიზოდთან მიმართებით. ასევე, ა-–---------- ძ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 3-----------–-- მიწის ნაკვეთთან, შ-----------ს მიწის ნაკვეთის ნაკვეთთან, დაკავშირებულ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაც საერთო არაფერი აქვს წინამდებარე საქმეზე აღძრულ სარჩელში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან. რაც შეეხება თანამოპასუხე მ--–---- ბ---–--ეს ხსენებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არსებობს მითითება, თუ რომელ კონკრეტულ ეპიზოდთან მიმართებით დაედო მას მსჯავრი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ანალოგიურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან ცალსახად არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მ--–---- ბ---–--ეს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდა, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი, აღნიშნულ ფაქტს სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად ვერ მიიჩნევს და სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაუდებს.
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელზე მოპასუხეებად დასახელებული ხუთი პირიდან სამ პირს (ა-–---------- ძ---–---–ს, ზ---- ჭ------–-–-ილს, ლ-–- დ---–-–---–ს) ბრალი არ დასდებიათ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს, ერთ-ერთი მოპასუხის (მ--–---- ბ---–--ის) მიმართ კი, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას კონკრეტული ეპიზოდის შესახებ, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოცემული დავის მიზნებისთვის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს ხსენებული ოთხი პირის მიმართ პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია.
რაც შეეხება თანამოპასუხე ჯ----– ლ------ეს, რომელიც სწორედ ქ-------–-----–---–-------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ეპიზოდთან მიმართებით იქნა ბრალდებულად ცნობილი, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მის მიმართ განაჩენს ფორმალური თვალსაზრისით პრეიუდიციული ძალა გააჩნია. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე განვითარებულ მსჯელობას, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, ვისაც გამოტანილი განაჩენის გაუქმება შეუძლია, არის სასამართლო და არა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - პარლამენტი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციას ეფუძნება, ჯ----– ლ------ე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ხოლო მ--–---- ბ---–--ე – პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად იქნენ აღიარებული (ტომი I, ს.ფ. 302-318). ასევე, უდავოა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 13 იანვრის კანონის საფუძველზე აღნიშნული პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის წევრიცაა საქართველო, 2012 წლის 3 ოქტომბერს №1900 რეზოლუცია მიიღო და ის კრიტერიუმები განსაზღვრა, რომელიც პირის პოლიტპატიმრად ცნობას უნდა დაედოს საფუძვლად, კერძოდ, პირი, რომელსაც პერსონალური თავისუფლება წაერთვა, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა: ა) თუ დაპატიმრება განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის გამო, განსაკუთრებით, აზრის, სინდისისა და რელიგიის, გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფის მიზნით; ბ) თუ დაპატიმრებას საფუძვლად დაედო მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი და ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩადენას; გ) თუ დაპატიმრება, როგორც ღონისძიება, აშკარად არ შეესაბამება იმ დანაშაულის სიმძიმეს, რომლის ჩადენაშიც იქნა პირი ბრალდებული ან მსჯავრდებული და დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული; დ) პოლიტიკური მიზეზით, პირის დაპატიმრება შეეფარდა დისკრიმინაციულად, სხვებისაგან განსხვავებით; ე) დაპატიმრება აშკარად უსამართლო და უკანონო სამართალწარმოების შედეგია, რაც ხელისუფლების მოქმედების პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება. ანსამბლეამ მოუწოდა ევროსაბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, გადაეხედათ ნებისმიერი სავარაუდო პოლიტიკური პატიმრის საქმისათვის ზემოთაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ისინი ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. ამავე კოდექსის 3321-ე პრიმა მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 01 ივლისამდე. განსახილველ შემთხვევაში, მ--–---- ბ---–--ისა და ჯ----– ლ------ის მიერ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნისა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილ 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, ფორმალური თვალსაზრისით, პრეიუდიციულ ძალას უნარჩუნებს, თუმცა, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მას შინაარსობრივად პრეიუდიციულ ძალას უკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებულ განაჩენს სასამართლო უდავო მტკიცებულებად და ზიანის დაკისრებისთვის საჭირო წინაპირობების (მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი) უპირობო გაზიარების საფუძველი ვერ გახდება. იგი განხილულ უნდა იქნეს საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. საწინააღმდეგო მსჯელობა, ანუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, მოპასუხეებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება, იმ პირობებში, როდესაც ხსენებული პირები პოლიტიკური ნიშნით დევნილად და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად აღიარა სახელმწიფოს წარმომადგენლობითმა ორგანომ პარლამენტმა, დაარღვევს მოპასუხეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
21. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ხანდაზმულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად კი, მოსარჩელემ სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარუდგინა (ტომი. І, ს.ფ. 13-112).
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პალატა იხელმძღვანელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისთვის სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
22. განსახილველი დავის განხილვისა და მისი სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით, შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილი).
გამარტივებული წარმოების თავისებურება იმაშია, რომ საქმე განიხილება დაჩქარებულად და მარტივად, რაც უპირველესად საქმის განხილვის ვადებში აისახება. კონკრეტულად, სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში წყდება მისი წარმოებაში მიღების საკითხი, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადა კი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30919-ე, 30920 -ე მუხლები).
რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
მოსარჩელის (დაზარალებული) მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დაცვა სასარჩელო და არა გამარტივებული წარმოების წესით, შეიძლება განპირობებული იქნეს სხვადასხვა გარემოებით, კერძოდ, ჯერ ერთი, ყოველთვის ვერ ხერხდება სავარაუდო დამნაშავის დროული იდენტიფიცირება, რაც აბრკოლებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას. შესაძლოა, პირი კიდევაც იქნას ცნობილი ბრალდებულად, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შეწყდეს გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგალითად, პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე, ბრალდების მხარემ პირის მიმართ გამოიყენა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან განრიდების მექანიზმი და ა.შ
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმემ არსებითი განხილვის ეტაპამდეც მიაღწიოს, მაგრამ ბრალდებამ ვერ შეძლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით ბრალდებულის დამნაშავეობის დამტკიცება და ამის გამო გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი. სწორედ ამიტომაც, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთ განხილულ შემთხვევაში დაუცველი არ დარჩეს კონკრეტული დაზარალებული, მისი ინტერესები და ანაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იქნა მიყენებული. ცხადია, თუკი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობისას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობად, ზიანის მიმყენებლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ჩავთვლიდით, ამით უხეშად დაირღვეოდა დაზარალებულის უფლებები. გამოვიდოდა, რომ უფრო უპირატეს მდგომარეობაში იქნებოდა ის დაზარალებული, რომელსაც ზიანი არა დანაშაულებრივი, არამედ სხვაგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით/სამოქალაქო-სამართლებრივი დელიქტით მიადგა.
პალატა დასკვნის სახით მიუთითებს, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით ან გამარტივებული წარმოების წესით. ამასთან, გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოპასუხის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან მოპასუხის მიმართ სახეზე არაა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი შემაჯამებელი აქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს საერთო სასარჩელო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუკი მოსარჩელის (დაზარალებული) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკმარისია სამოქალაქო დავის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ აღნიშნული პრაქტიკაც ნათლად ადასტურებს, რომ ცალკე აღებული, დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება იმ პირისათვის, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, არ წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს.
განსახილველ საქმეზე მოპასუხეებმა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინეს და სარჩელი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო არ ცნეს. მათ მიუთითეს, რომ განაჩენში მითითებული არ არის მოპასუხეების მიერ თვითმმართველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უშუალოდ მითვისების შესახებ. სადავო ქონება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისაგან საკუთრებაში გ------- ო--–---–მა უშუალოდ მიიღო 2007 წლის 23 თებერვალს, რომელი ქონების ნაწილიც სარჩელის აღძვრის დროსაც გ------- ო--–---–ის სახელზე იყო აღრიცხული (ტომი I, ს.ფ. 131-146). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1997 წლის 20 ნოემბრის №2----------- დადგენილება და მიწის ნაკვეთის გეგმა სწორედ გ------- ო--–---–ის სახელზეა შედგენილი. მოპასუხეთა განმარტებით, ზიანის შესახებ მოსარჩელემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, თუნდაც 2009 წლის 31 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დადგენილებით სახელმწიფო ცნობილ იქნა დაზარალებულად. სისხლის სამართლის კანონმდებლობით სახელმწიფოში მოიაზრება ადგილობრივი თვითმმართველობებიც. მოპასუხეთა განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეში ცნობილი იქნა 2009 წლის 31 აგვისტოდან, შესაბამისად, მას სარჩელის წარდგენის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე წარმოეშვა ამ პერიოდიდან მაინც, იმავე საქმის ფარგლებში. აღნიშნული წარმოადგენდა ბრალდების იმპერატიულ ვალდებულებას და მას ისევე უნდა ემოქმედა, როგორც აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით, როდესაც წარდგენილ და დაკმაყოფილებულ იქნა სამოქალაქო სარჩელი (ტომი I, 191-197). რაც შეეხება მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლზე, აღნიშნული ვერ გავრცელდება სადავო ურთიერთობაზე უკუქცევით, რადგან ნორმაში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ ზიანის მომტანია და აუარესებს თუ არა მოპასუხეთა მდგომარეობას.
სააპელაციო პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად, ხოლო მეორე მოპასუხე – პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ კანონის“ 22-ე მუხლის თანახმად, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის თანახმად, 2010 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე), სახელმწიფოსათვის ან სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტისათვის დანაშაულით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყება, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რა წესით ითხოვს დაზარალებული მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ დაზარალებული ითხოვს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა ზიანის მიმყენებლის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული მოითხოვს დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საერთო სასარჩელო წესით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ დავაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თანამოპასუხეებად დასახელებული პირების მიმართ 2009 წლის 20 სექტემბერს დაიწყო და 2009 წლის 21 სექტემბერს დასრულდა. ასევე, ვინაიდან დადგენილია, რომ 2009 წლის 31 აგვისტოს, გამომძიებლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სახელმწიფო ცნობილ იქნა დაზარალებულად (ტომი I, ს.ფ. 143-144) დგინდება, რომ მოსარჩელისათვის ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ 2009 წლის აგვისტოს თვეში უკვე ცნობილი იყო. საქმეში წარმოდგენილია ასევე, 2013 წლის 22 მაისს, ქ. თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „აუდიტორული კომპანია პროფესიონალს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნა N20, რომლის თანახმად, ქ-------–-----–---–-------------------ს მოპირდაპირედ განთავსებული 1250 კვ.მ. მიწის (ფართის საკადასტრო კოდი - 0---------------) საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება 62 500 ლარს შეადგენს (1 კვ.მ. – 50 ლარი) (ტომი I, ს.ფ. 170-177). ასევე, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2009 წლის 29 ოქტომბრის სასამართლოს ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად სადავო უძრავ ქონებას ყადაღა დაედო (ტომი I, ს.ფ. 187-190), ზემოაღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ მოსარჩელისათვის ზიანის ოდენობის შესახებაც კი ცნობილი იყო, ჯერ კიდევ 2009 წლის ოქტომბერში.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სარჩელები სხვა ეპიზოდებზე აღძრულია 2009 წლის სექტემბერსა და ამავე წლის ნოემბერში (ტომი I, ს.ფ. 190-197). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს შეეძლო სამოქალაქო სარჩელის აღძვრით დაეკმაყოფილებინა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სადავო ეპიზოდთან დაკავშირებითაც, რაც მან არ განახორციელა. პალატის მოსაზრებით, მართალია, სამოქალაქო სარჩელები სხვა ეპიზოდებზეა აღძრული, მაგრამ მოთხოვნის უფლების წარმოშობის სამართლებრივი წინაპირობები მოცემულ შემთხვევაშიც იგივეა, გამომდინარეობს იმავე სისხლის სამართლის საქმიდან, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებიდან, მათ შორის მოცემულ ეპიზოდში ბრალდებული პირის მიერ სხვა ეპიზოდით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნიდან. აღნიშნული კი, დამატებით, იმაზე მიანიშნებს, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ და მას გააჩნდა შესაძლებლობა, მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა სამოქალაქო სარჩელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვადის ათვლა დაიწყება ზიანის შეტყობის და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ფაქტობრივი იდენტიფიკაციის მომენტიდან, თუ საკმარისად განსაზღვრადია ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან აშკარად ად არაორაზროვნად იკვეთება. ზიანის მიყენების ფაქტის (ანუ უფლების დარღვევის ფაქტის) და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის შეტყობა ვადის ათვლის დაწყების კუმულატიურ წინაპირობებად უნდა იქნეს განხილული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2013 წლის 15 აპრილს მიმართა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ამიტომაც არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ხანდაზმულობის ვადებში მიმართვის თაობაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.
მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ საქმის მასალებში არსებული 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი თანამოპასუხეების მიმართ პრეიუდიციულ ძალას ატარებდა, რაც მათთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის უპირობოდ დაკისრების საფუძველი უნდა გამხდარიყო. აპელანტმა ასევე, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი სამწლიანი ხანდაზმულობის არამედ, საერთო 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების მართებულობის თაობაზე, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია, შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
თამარ ალანია