მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი · სკ 408
1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.
4. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3873)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 3873-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-637-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2026
საწარმოო ტრავმის არქონის შემთხვევაში მოსარჩელე შეძლებდა მუშაობას სხვა საწარმოში და ხელფასსაც მიიღებდა, რაც პალატის მოსაზრებით, ნიშნავს სწორედ სსკ-ის 408.1 მუხლით გათვალისწინებულ ისეთ მდგომარეობას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქმე №ას-969-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2026
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე და 408.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაშია ქ. თბილისში,.......... მდებარე უძრავი ნივთი, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთსა და 2-სართულიან შენობა-ნაგებობას,…
საქმე №ას-877-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2026
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.
საქმე №ას-771-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2026
…შესაბამისად, გადახდილი თანხის - 54 224 აშშ დოლარის მყიდველისათვის უკან დაბრუნების ვალდებულებას. 7.7. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შპს „ა.ს–ში“ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ ზიანი სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, არის ის დანაკლისი, რომელიც პირის კანონით დაცულ სიკეთეს მეორე მხარის ქმედების შედეგად მიადგა, ქონებრივი სახის ზიანის გამოთვლა ხორციელდება იმ პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, რომელიც მას მეორე მხარის ქმედების შედეგად მიადგა.
საქმე №ას-863-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2026
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ.
საქმე №ას-299-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
საქმე №ას-744-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
საქმე №ას-623-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2026
საქმე №ას-1259-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2026
საქმე №ას-407-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2026
საქმე №ბს-786(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2026
საქმე №ას-303-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
საქმე №ას-440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
საქმე №ას-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
საქმე №ას-166-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
საქმე №ას-281-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2026
საქმე №ას-435-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2026
საქმე №ბს-550(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
საქმე №ას-552-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
საქმე №ას-1079-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
საქმე №ბს-67(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქმე №ბს-1362(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქმე №ას-1510-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
საქმე №ბს-1047(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
საქმე №ბს-3(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
საქმე №ბს-1276(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
საქმე №ას-1247-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქმე №ბს-417(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
საქმე №ას-175-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-655-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
საქმე №ას-1107-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2026
საქმე №ას-785-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
საქმე №ბს-384(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
საქმე №ბს-68(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
საქმე №ას-120-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
საქმე №ას-714-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
საქმე №ბს-818(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
საქმე №ბს-1375(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 3873-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…კავშირის არსებობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების საფუძველს ყადაღის გაუქმების დღიდან ავტომანქანის დაბრუნებამდე პერიოდზე დაანგარიშებით. 7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 408, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-408/