1. თუ ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას მისთვის დაკისრებულ ვალდებულებაზე, ხოლო გარემოება, რომელიც მას აძლევს ამის უფლებას, გამოწვეულია კრედიტორის ბრალით, მაშინ იგი ინარჩუნებს საპასუხო შესრულების მიღების უფლებას.
2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ საპასუხო შესრულების საფუძველი იმ დროს დადგა, როცა კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(79)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 79-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1020(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2025
ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, ხოლო სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად…
საქმე №ბს-883(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
…18.08.2016წ. №... და 27.03.2018წ. №... ბრძანებების ბათილად ცნობას, რომელიც შეეხება იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსისათვის და იურიდიული დეპარტამენტის უფროსისათვის უფლებამოსილებების მინიჭებას. სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
საქმე №ბს-1062(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2022
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება.
საქმე №ბს-1107(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2021
აღნიშნული მოთხოვნის გაზრდა, სსკ-ის 406-ე და 381-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო და/ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო ინსტანციით საქმის განხილვისას შესაფასებელია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების დაკმაყოფილება მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით.
საქმე №ბს-881(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
განკარგულების ბათილად ცნობას, სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ინსტანციაში დავის საგნის შეცვლა ან გაზრდა არ დაიშვება, შესაბამისად საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები ყადაღის მოხსნის შესახებ სცილდება განსახილველი დავის საგანს.
საქმე №ბს-1112(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2021
საქმე №ბს-839-716-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2004
საქმე №ას-285-590-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2004
საქმე №ას-243-542-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2004
საქმე №ბს-50-41-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2004
საქმე №3გ/ად-168-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2004
საქმე №ას-726-1365-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2004
საქმე №ას-291-981-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2003
საქმე №ას-131-821-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2003
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 79-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 21. საპასუხო ქმედება და კონტროლი— ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 406, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-406/