1. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საპასუხო მოქმედებაში მონაწილეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მის განსაკუთრებულ ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) მძევლების აყვანის შემთხვევაში მოლაპარაკების მწარმოებელი სპეციალისტების მომზადება;
ბ) ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელმყოფი ქვედანაყოფის მომზადება;
გ) ტერორისტების გაუვნებელყოფის სპეციალიზებული ჯგუფის მომზადება;
დ) კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელება.
2. აეროპორტები და ექსპლუატანტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებაში