1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საპასუხო მოქმედებების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს  ოპერატიული შტაბი, რომელსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

2. ოპერატიული შტაბის ფუნქციები,  მონაწილე უწყებები და მათი ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანებით.

3. ოპერატიული შტაბი იკრიბება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა:

ა) საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება;

ბ) საჰაერო ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც  საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;

გ)  საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას;

დ) სანავიგაციო დანადგარის დაზიანება ან განადგურება ან მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;

ე)  საჰაერო ხომალდზე ან სამოქალაქო აეროპორტში ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;

ვ) საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს;

ზ) სამოქალაქო აეროპორტში მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ნებისმიერი მოწყობილობის, ნივთიერების ან იარაღის გამოყენებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი;

თ) სამოქალაქო აეროპორტის ობიექტების დაზიანება ან განადგურება,  რითაც ფერხდება აეროპორტის ნორმალური ფუნქციონირება;

ი) მძევლების აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროდრომზე;

კ) საჰაერო ხომალდზე, აეროპორტის ან სანავიგაციო ობიექტებში ძალისმიერი შეღწევა;

ლ) საჰაერო ხომალდის გამოყენება სიკვდილის, სხეულის მძიმე დაზიანების,  ქონების ან გარემოს დაზიანების მიზნით.

4. მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საპასუხო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობა ევალება:

ა) ოპერატიულ შტაბს – საჰაერო ხომალდის დაფრენის შემდეგ მისი გაჩერების მომენტიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასრულებამდე ან ასაფრენად საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებამდე;

ბ) სააგენტოს ხელმძღვანელს ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს– საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში და დაფრენის შემდეგ საჰაერო ხომალდის გაჩერებამდე, ან ასაფრენად  საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებიდან  საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დატოვებამდე.

5. აეროპორტის ტერიტორიაზე ან საჰაერო ხომალდის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ინფორმაცის არსებობისას, მიმღები ავიასაწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს, ნებისმიერი, მისთვის ხელმისაწვდომი იმ საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემას.

6.  ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტო გასცემს მითითებას აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედების შესახებ და ცენტრი იღებს შემდგომ ზომებს აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედებაში ჩაბმული ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კავშირგაბმულობის საშუალებების შემოწმება, მომსახურება და სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება.

7. აეროპორტის საავარიო-ოპერატიულ ცენტრს ხელმძღვანელობს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი.

8.  საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების  ან  სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნისას ან წარმოქმნის საფრთხის არსებობისას, კრიზისული მდგომარეობის რეგულირებისათვის საჭირო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა  და მართლსაწინაღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული  უწყებების საქმიანობის კოორდინაციისათვის, აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული შეტყობინების სქემის მიხედვით მიწოდებული ინფორმაციის  საფუძველზე, ინფორმაციის მიღებისთანავე იკრიბება ოპერატიული შტაბი.

9. ოპერატიული შტაბი აფასებს არსებულ ვითარებას, დამატებით კონსულტაციებს გადის საავიაციო სფეროს შესაბამის სუბიექტებთან და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მიზნით.

10. ტერორიზმის ნიშნების გამოვლენისას ოპერატიული შტაბი დაუყოვნებლივ ატყობინებს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფს  სათანადო რეაგირებისათვის, ხოლო სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს მის მიერ შემუშავებული გეგმის საფუძველზე გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს.

11. ოპერატიული შტაბი მუშაობას ახორციელებს  აეროპორტის   საავარიო-ოპერატიული ცენტრიდან, რომლის მართვა  გადადის ოპერატიული შტაბის დაქვემდებარებაში.

12. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე  მოქმედებები ხორციელდება კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

13. ოპერატიული  შტაბი  უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების მიზნით;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების მიზნით გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები;

გ) შეადგინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირების გეგმა;

დ) განიხილოს და გაანალიზოს საავიაციო უშიშროების სფეროში არსებული საფრთხეები, შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.

14.  მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას, საფრთხის გათვალისწინებით მგზავრების, მოქალაქეების, აეროპორტის პერსონალისა და ობიექტების დასაცავად აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით შეიძლება გატარებულ იქნეს შემდეგი ზომები:

ა) აეროპორტის ტერმინალში  და მის გარშემო, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა;

ბ) ფეთქებადი ნივთიერებების  აღმომჩენი სამსახურებრივი ძაღლების გამოყენება;

გ) აეროპორტის ტერმინალში   დაშვების პუნქტების რაოდენობის შემცირება/დროებით გაუქმება და ტერმინალში  შემსვლელი პირების შერჩევითი შემოწმება;

დ) აეროპორტის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების გადაადგილების კონტროლი;

ე) აეროპორტის ტერმინალის  უშუალო სიახლოვეს ტრანსპორტის დგომის აკრძალვა;

ვ) აეროპორტის ტერმინალის  ტერიტორიიდან სანაგვე ყუთების გატანა, რომლებშიც შეიძლება მოთავსდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა;

ზ) აეროპორტის ტერმინალში  არაკონტროლირებადი ზონების და მიმდებარე ტერიტორიის მეთვალყურეობის გაძლიერება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით და ოპერატიული მორიგეობის განმახორციელებელი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდი