1. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს მიეკუთვნება ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაში. ეს პირები არიან:

ა) პერსონალი, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის  ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებებს;

ბ)  შემოწმების ოპერატორები;

გ) საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელი პირები;

დ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები;

ე) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები,  ავიასაწარმოს ხარისხის შიდა კონტროლის, რისკის შეფასების განმახორციელებელი პირები.

2. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს პერსონალის შერჩევა, მათ შორის, პირის ანკეტური მონაცემების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა-კონკრეტული საქმიანობის შესრულების მიზნით, მომზადება    საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალიწინებული წესით.

3. პირს არ აქვს უფლება განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ფუნქციები, თუ მას არ აქვს გავლილი მიღებისა და შერჩევის პროცედურები, შესაბამისი  მომზადება და არ გააჩნია სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტ