1. საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება,  საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორებისა და შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირება ხორციელდება  სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

2. სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებული პირების მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში   უზრუნველყოფს პირის დამსაქმებელი.

3. მომზადება უნდა განხორციელდეს:

ა)  სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის  მიერ;

ბ)  ICAO-ს საავიაციო უშიშროების  სასწავლო ცენტრში.

4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულ შემდეგ პირებს გავლილი უნდა ჰქონდეთ   საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი:

ა) სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები;

ბ) საიმიგრაციო, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლები;

გ) აეროდრომის ექსპლუატანტის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;

დ) ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის: მათ შორის კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი, საერთო დანიშნულების ავიაციის, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელი, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების  თავისუფალი აეროსტატების  ხელმძღვანელი პირები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და საჰაერო ხომალდის  ეკიპაჟის წევრები;

ე) სატვირთო ტერმინალების და ცნობილი ტვირთგამგზავნის ხელმძღვანელი პირები და  პერსონალი;

ვ) საწვავ-გასამართი საწარმოს ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;

ზ) საპროტოკოლო და განსაკუთრებული მნიშვნელობის მგზავრების მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;

თ) რეგულირებადი/ცნობილი მიმწოდებლის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;

ი)  აეროდრომის მოიჯარე საწარმოების პერსონალი;

კ)  დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;

ლ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელმძღვანელი პირები და პერსონალი;

მ) სხვა პირები, რომელთაც აქვთ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, თანხლები პირის   გარეშე,  გადაადგილების უფლება.

5. იმ მოიჯარეებსა და მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებს (მაგ: ბანკები, კვების ობიექტები, კომერციული ობიექტები, სატრასპორტო კომპანიები და ა.შ.), რომლებიც დასაქმებულნი არიან აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში, მათ შორის, ტერმინალის შენობის გარეთ თუ  მის უშუალო სიახლოვეს, გავლილი უნდა ჰქონდეთ (არაკონტროლირებად ზონაში დასაქმებულ პირთათვის განკუთვნილი) საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი.

6. შემოწმების ოპერატორები და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები ექვემდებარებიან სერტიფიცირებას სააგენტოს მიერ.

7. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის პერიოდული მომზადება და რესერტიფიცირება ხორციელდება 3  წელიწადში ერთხელ.

8. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება ენიჭება პირს, რომელსაც გააჩნია საავიაციო უშიშროების სფეროში არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება, გავლილი აქვს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორებისათვის განკუთვნილი მომზადების კურსი  და მასზე სააგენტოს მიერ გაცემულია საავიაციო უშიშროების ინსტუქტორის სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირების ფარგლებში ფასდება კონკრეტული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ცოდნა და მასალის გადმოცემის უნარი.

10. შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირების ფარგლებში ფასდება მომზადების შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევებ