1. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე უნდა განისაზღვროს, როგორც თანმხლები ან არათანმხლები ბარგი და შემოწმდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.

2. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

3. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი შემოწმების მომენტიდან საჰაერო ხომალდის გამგზავრებამდე. ის ბარგი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.

4. ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს ბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენისა და ავტორიზაციის პროცედურის განხორციელება, რომელიც მოიცავს მგზავრის მის კუთვნილ ბარგთან იდენტიფიკაციას. იმ მგზავრის ბარგის გადაზიდვა, რომელიც არ გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ბარგი წარმოადგენს არათანმხლებ ბარგს და შემოწმებულია დადგენილი წესით.

5. ტრანზიტული ბარგი, რომელიც რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება ხელახალი შემოწმების პროცედურისაგან.

6. ტრანსფერული ბარგი უნდა შემოწმდეს საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისათვის გათვალისწინებული   მოთხოვნების სრული დაცვით.

7. თუ საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი მგზავრის მიერ, ავიაგადამზიდველი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ზომები მფლობელის დასადგენად, თუ მფლობელი ვერ დადგინდა, ბარგი შემოწმების შემდეგ გადაეცემა მოუკითხავი/დაკარგული ბარგის სამსახურ