1. რეგისტრირებული ბარგის მიწოდება ხორციელდება ბარგის რეგისტრაციის ქვითრის და საჭიროების შემთხვევაში გაგზავნისას წარმოშობილი ნებისმიერი დამატებითი ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადამზიდველი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, შეამოწმოს აქვს თუ არა ქვითრის მფლობელს მიწოდებული ბარგის მიღების უფლება.
2. ბარგის მიწოდება მიიჩნევა ბარგის რეგისტრაციის ქვითრის მფლობელისათვის ბარგის მიწოდების ეკვივალენტურად თუ საქართველოს კანონმდებლობის ან/და გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობების შესაბამისად:
ა) ბარგი გადაცემულია საბაჟო ორგანოებისთვის და მოთავსებულია მათ სათავსებში ან საწყობებში, როდესაც ისინი არ ექვემდებარება გადამზიდველის ზედამხედველობას;
ბ) ცოცხალი ცხოველები და ფრინველები გადაცემულია მესამე პირისათვის.
3. ბარგის რეგისტრაციის ქვითრის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს ბარგის მიწოდება დანიშნულების პუნქტში შეთანხმებული ვადის და საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურების განხორციელებისათვის აუცილებელი ვადის ამოწურვისთანავე.
4. ბარგის რეგისტრაციის ქვითრის მფლობელს, რომლისთვისაც ბარგი არ მიუწოდებიათ შეთანხმებულ ვადაში, უფლება აქვს მოითხოვოს ბარგის ქვითარზე მის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბარგის მიწოდების მოთხოვნის თარიღისა და დროის მითითება.
5. თუ ბარგის რეგისტრაციის ქვითარი წარდგენილი არ არის, გადამზიდველი ვალდებულია ბარგი მიაწოდოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც წარადგენს ბარგის მიწოდებაზე მისი უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას. თუ შეთავაზებული მტკიცებულება არასაკმარისია, გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს სხვა სახის მტკიცებულება ან/და უზრუნველყოფა.
6. ბარგის მიწოდება ხორციელდება დანიშნულების პუნქტში, რომელიც მითითებულ იქნა ბარგის რეგისტრაციისას.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ბარგის მიღებაზე, თუ გადამზიდველი არ ასრულებს სავარაუდო დაზიანების დადგენის მიზნით რეგისტრირებული ბარგის შემოწმების მოთხოვნას.
სამგზავრო ინფორმაც