1. სარკინიგზო საწარმოებმა, ტუროპერატორებმა და ბილეთების გამყიდველებმა მგზავრის მოთხოვნის საფუძველზე და მგზავრობის დაწყებამდე, მგზავრს, იმ რეისების თაობაზე, რომლებზეც სარკინიგზო საწარმოს მიერ შეთავაზებულია გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, უნდა მიაწოდონ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები;

ბ) შემდგომი ყველაზე ახლო მგზავრობის განრიგი და მისი პირობები;

გ) ხელმისაწვდომ ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაცია და პირობები, სადაც ხაზგასმულია ყველაზე დაბალი ტარიფები;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის დაშვება, დაშვების პირობები და მათთვის გათვალისწინებული მოწყობილობების ხელმისაწვდომობა ბორტზე;

ე) ადგილების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა კლასის ვაგონებში, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში პლაცკარტებსა და საძილე ვაგონებში;

ვ) მოძრაობის შეფერხებები და დაგვიანებები (გეგმური და რეალურ დროში);

ზ) ბორტზე მოწყობილობების, მათ შორის, უსადენო ინტერნეტისა და საპირფარეშოების, აგრეთვე, ბორტზე მომსახურების, მათ შორის, პერსონალის მიერ მგზავრებისათვის დახმარების გაწევის ხელმისაწვდომობა;

თ) ინფორმაცია ბილეთის/ბილეთების შეძენამდე იმის თაობაზე, არის თუ არა ეს ბილეთი/ ბილეთები ერთიანი ბილეთი;

ი) დაკარგული ბარგის მოძიების პროცედურები;

კ) საჩივრების წარდგენის პროცედურები.

2. სარკინიგზო საწარმოებმა და შეძლებისდაგვარად, ბილეთების გამყიდველებმა და ტუროპერატორებმა, ასევე, თუ ასეთ ინფორმაციას ფლობს, რკინიგზის სადგურის მენეჯერი, მგზავრობის განმავლობაში მგზავრს, სულ მცირე, უნდა მიაწოდონ ინფორმაცია:

ა) ბორტზე მომსახურებისა და არსებული მოწყობილობების, მათ შორის, უსადენო ინტერნეტის შესახებ;

ბ) შემდეგი რკინიგზის სადგურის შესახებ;

გ) მოძრაობის შეფერხებებისა და დაგვიანებების (გეგმური და რეალურ დროში) შესახებ;

დ) რკინიგზით მგზავრობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შესახებ;

ე) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მგზავრებს უნდა მიეწოდოს ყველაზე უფრო შესაფერისი ფორმით, შეძლებისდაგვარად, რეალურ დროში სამგზავრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენები