1. რეგისტრირებული ბარგის მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს მგზავრისათვის გაცემული ბარგის რეგისტრაციის ქვითრით.

2. ამ წესის მე-20 მუხლის გათვალისწინებით, ბარგის რეგისტრაციის ქვითრის არარსებობა, შეუსაბამობა ან დაკარგვა ზეგავლენას არ ახდენს რეგისტრირებული ბარგის მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმებების არსებობაზე ან მოქმედებაზე.

3. ბარგის რეგისტრაციის ქვითარი არის ბარგის რეგისტრაციისა და მისი გადაზიდვის პირობების მტკიცებულება, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება.

4. სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ივარაუდება, რომ რეგისტრირებული ბარგი გადამყვან-გადამზიდველისთვის ჩაბარებისას იყო შესამჩნევად კარგ მდგომარეობაში და მისი ოდენობა და მასა შეესაბამებოდა ბარგის რეგისტრაციის ქვითარზე აღნიშნულ მონაცემებ