1. თუ ჩნდება გადაყვანა-გადაზიდვის პირობების დარღვევასთან დაკავშირებული სერიოზული ეჭვი, გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს, შეამოწმოს გადაზიდული ნივთების (ხელბარგი, რეგისტრირებული ბარგი), ფრინველებისა და ცხოველების შესაბამისობა გადაყვანა-გადაზიდვის პირობებთან. მგზავრი მიწვეული უნდა იყოს შემოწმებაზე დასასწრებად. თუ მგზავრი არ ცხადდება ან მასთან დაკავშირება შეუძლებელია, გადამყვან-გადამზიდველს შეუძლია შემოწმება განახორციელოს ორი დამოუკიდებელი მოწმის თანდასწრებით.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგინდება, რომ გადაყვანა-გადაზიდვის პირობები დაცული არ არის, გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს მგზავრს მოსთხოვოს შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ შემოწმებამ გამოიწვია გადამყვან-გადამზიდველის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა.
3. ხელბარგის, თანმხლები ცხოველებისა და ფრინველების ზედამხედველობა მგზავრის პასუხისმგებლობა