2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობის, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში - მისი გადაზიდვის საფასურიც.
3. მგზავრის საზღვაო გადაყვანა მოიცავს მგზავრის გემზე ყოფნისა და ჩასხდომა-გადასხდომის დროს, აგრეთვე ნაპირიდან სანაოსნო გზით გემამდე მიყვანისა და უკან დაბრუნების დროს, თუ ამ სახეობის მომსახურების საფასური შედის სამგზავრო ბილეთის ღირებულებაში ან თუ მგზავრის მისაყვანად გამოყენებულია გემი, რომელიც გადამყვანმა წარმოადგინ