1. რეგისტრირებული ბარგის დაზიანების შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველმა, გარდა ყველა სხვა კომპენსაციისა, ზიანისათვის უნდა გადაიხადოს კომპენსაცია ბარგის შემცირებული ღირებულების ეკვივალენტური ოდენობით.

2. კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თუ ბარგის ღირებულება შემცირებულია დაზიანების შედეგად – თანხას, რომელიც გადახდილი იქნებოდა მისი მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში;

ბ) თუ შემცირებულია მხოლოდ ბარგის ნაწილის ღირებულება დაზიანების შედეგად – თანხას, რომელიც გადახდილი იქნებოდა ამ ნაწილის დაკარგვისა