თუ გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ერთიანი ხელშეკრულებით თანმიმდევრობით გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს რამდენიმე მომდევნო გადამყვან-გადამზიდველი, თითოეული მათგანი, ბარგის რეგისტრაციის ქვითრის მქონე ბარგის მიღებით ხდება გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების მხარე ბარგის მიწოდებასთან მიმართებით, ბარგის რეგისტრაციის ქვითრის პირობების შესაბამისად და საკუთარ თავზე იღებს მათგან გამომდინარე ვალდებულებებს. ასეთ შემთხვევაში თითოეულ გადამყვან-გადამზიდველს პასუხისმგებლობა ეკისრება გადაზიდვიდან მიწოდებამდ