1. გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელია დაკარგვაზე ან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია რეგისტრირებული ბარგის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვით ან დაზიანებით გადამყვან-გადამზიდველის მიერ ბარგის მიღებიდან მის მიწოდებამდე, აგრეთვე, მიწოდების დაგვიანებით.

2. გადამყვან-გადამზიდველი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ დაკარგვა, ზიანი ან დაგვიანებული მიწოდება გამოწვეულია:

ა) მგზავრის ბრალით;

ბ) მგზავრის მიერ გაცემული მითითებით, რაც არ არის გადამყვან-გადამზიდველის ბრალი;

გ) თავიდანვე წუნიანი რეგისტრირებული ბარგით;

დ) ნებისმიერი სხვა გარემოებით, რომელთა თავიდან აცილება და შედეგების პრევენცია გადამყვან-გადამზიდველს არ შეეძლო.

3. გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია ქვემოთ მოცემულ ერთ ან მეტ გარემოებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკებით:

ა) შეფუთვის არარსებობა ან წუნი;

ბ) ბარგის სპეციფიკური მახასიათებლები;

გ) ბარგის სახით გაგზავნილი ნივთები, რომელთა გადაზიდვა დაუშვებელი