1. რეგისტრირებული ბარგის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს:

ა) თუ მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრულია – კომპენსაცია ზიანის ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს, რეგისტრირებული ბარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, 80 ლარს თითო დაკარგულ კილოგრამზე ან 1200 ლარს ბარგის შემადგენელ თითო დაკარგულ ნივთზე;

ბ) თუ მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრული არ არის, რეგისტრირებული ბარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით თითო დაკარგულ კილოგრამზე ან 300 ლარის ოდენობით ბარგის შემადგენელ თითო დაკარგულ ნივთზე.

2. კომპენსაციის გადახდის მეთოდი, დაკარგული კილოგრამის ან ბარგის შემადგენელი ნივთის მიხედვით, განისაზღვრება გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით.

3. გადამყვან-გადამზიდველმა ასევე უნდა აანაზღაუროს ბარგის გადაზიდვისთვის გადახდილი საფასური, დაკარგული ნივთის გადაზიდვისათვის გადახდილი თანხა, შესაბამისი გადასახადების ჩათვლი