1. რეგისტრირებული ბარგის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველმა, ბარგის მიწოდების მოთხოვნიდან თითოეული 24-საათიანი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს 14 დღისა, უნდა გადაიხადოს:

ა) თუ ბარგის მიღებაზე უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ბარგის დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია მისი დაგვიანებით მიწოდების შედეგად – რეგისტრირებული ბარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპენსაცია ბარგის დაკარგვის ან დაზიანების ოდენობით, რაც შეადგენს არაუმეტეს 0,80 ლარს თითო დაკარგულ კილოგრამზე ან 14 ლარს ბარგის შემადგენელ თითო ნივთზე, რომელიც დაგვიანებითაა მიწოდებული;

ბ) თუ უფლებამოსილი პირი ვერ დაამტკიცებს, რომ ბარგის დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია მისი დაგვიანებით მიწოდების შედეგად – პირგასამტეხლო 0,14 ლარის ოდენობით თითო კილოგრამზე ან 2.80 ლარი ბარგის შემადგენელ თითო ნივთზე, რომელიც დაგვიანებითაა მიწოდებული.

2. კომპენსაციის გადახდის მეთოდი, დაკარგული კილოგრამის ან ბარგის შემადგენელი ნივთის მიხედვით, განისაზღვრება გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით.

3. ბარგის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია არ გადაიხდება ამ წესის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპენსაციასთან ერთად.

4. ბარგის ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაიხდება ბარგის იმ ნაწილისათვის, რომელიც არ დაკარგულა.

5. ბარგის დაზიანების შემთხვევაში, რაც გამოწვეული არ არის ბარგის დაგვიანებით მიწოდების შედეგად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაიხდება ამ წესის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპენსაციასთან ერთად.

6. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციისა და ამ წესის 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაციების მთლიანი ოდენობა აღემატებოდეს კომპენსაციის ოდენობას, რომელიც გადაიხდება ბარგის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში.

თავი VIII

გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საერთო დებულება