1. თუ გადამყვან-გადამზიდველი აღმოაჩენს ან ვარაუდობს მისი მეთვალყურეობის ქვეშ გადაზიდული ბარგის ნაწილობრივ დაკარგვას ან დაზიანებას ან აღნიშნულზე მიუთითებს უფლებამოსილი პირი, გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია, დაყოვნების გარეშე და თუ შესაძლებელია, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, შეადგინოს ოქმი, რომელიც, დაკარგული ან დაზიანებული ნივთის ბუნების შესაბამისად, განსაზღვრავს მის მდგომარეობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, დაკარგვის ან დაზიანების მასშტაბს, მის გამომწვევ მიზეზსა და დაკარგვის ან დაზიანების დროს.
2. ოქმის ასლი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირ