1. გადამყვან-გადამზიდველი, რომელმაც გადაიხადა კომპენსაცია წინამდებარე წესის შესაბამისად, უფლებამოსილია გამოიყენოს რეგრესის უფლება გადაყვანა-გადაზიდვაში მონაწილე გადამყვან-გადამზიდველებთან მიმართებით, შემდეგი დებულებების შესაბამისად:

ა) ზიანზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის გადამყვან-გადამზიდველი, რომელმაც გამოიწვია დაკარგვა ან დაზიანება;

ბ) თუ ზიანი გამოწვეულია რამდენიმე გადამყვან-გადამზიდველის მიზეზით, თითოეული გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელია მისი მიზეზით გამოწვეულ დაკარგვაზე ან დაზიანებაზე. თუ ასეთი გამიჯვნა შეუძლებელია, კომპენსაცია მათ შორის ნაწილდება ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) თუ ვერ დამტკიცდება, რომელმა გადამყვან-გადამზიდველმა გამოიწვია ზიანი, კომპენსაცია ნაწილდება გადაყვანა-გადაზიდვაში მონაწილე ყველა გადამყვან-გადამზიდველს შორის, გარდა იმ გადამყვან-გადამზიდველებისა, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ზიანი არ არის გამოწვეული მათი მიზეზით. განაწილება გადაყვანა-გადაზიდვის საფასურთან მიმართებით მათი კუთვნილი წილის პროპორციული უნდა იყოს.

2. რომელიმე გადამყვან-გადამზიდველის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მის მიერ გადასახდელი წილი ნაწილდება გადაყვანა-გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა გადამყვან-გადამზიდველს შორის, გადაყვანა-გადაზიდვის საფასურთან მიმართებით მათი კუთვნილი წილის პროპორციულა