თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი;

ბ) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად;

გ) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმ