ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდველი უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, ხანდაზმულობის ვადა რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის კვლავ გრძელდება. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც მათ ეყრდნობა. სხვა რეკლამაციები, რომლებიც იმავე საგანს ეხებიან, ვერ შეაჩერებენ ხანდაზმულობის ვადის დენას.
IV. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…კანონის პირველი, 35-36-ე მუხლები, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (შემდეგში: სარკინიგზო კოდექსი) მე-3, 46-ე და 52-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 686-ე, 687-ე, 692-ე და მე-700 მუხლები. 6.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, მხარეთა შორის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე, მაგრამ არ დაეთანხა…

…გადამზიდავის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისას. ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის იდენტური შინაარსის დებულებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე, მე-700 მუხლები (რომლებიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მე-12 თავის მე-3 ქვეთავში - რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის…