მუხლი 695. პროცენტის მოთხოვნა უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე
1. ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი,– სარჩელის შეტანის დღიდან.
2. თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, და მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 695. პროცენტის მოთხოვნა უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე 1. ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი, _– სარჩელის შეტანის დღიდან. 2. თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, და მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად.
…მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 695-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილი ზიანის _ რეკლამაციის წარდგენიდან, ანუ 2007 წლის 9 ოქტომბრიდან…
…ხელი ტვირთის დანაკლისის შესახებ შედგენილ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე მიმღებმა არ გადაუხადა ი.მ დ----- ჩ-------ას დანაკლისის თანხა 3094 აშშ დოლარი. მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 686-ე და 695-ე მუხლებს. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, ი/მ დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელი და აღნიშნავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად,…
…თანხის პროცენტები, რომელიც განსაზღვრულა წლიური 5%-ით და პროცენტის ათვლა იწყება გადამზიდავის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენის დღიდან ან, თუ პრეტენზია არ იქნა სარჩელის წარდგენის დღიდან. იგივე დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 695-ე მუხლი. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული შპს „ჯ------------–-“-სა და შპს „ი----ს“ შორის 13.09.2017წ. დადებული ხელშერკულების ფარგლებში…