1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული,– გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.
3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფებ
მთავარი მონაცემები
ვადაოცდაათი დღის ვადაში
ვადაერთი წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 689. ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია 1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, _– გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ. 2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს. 3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას _– ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება. 4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-843-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…საქონლის მიწოდების ბოლო ვადად შეთანხმდა 2017 წლის 27 ივლისი. შესაბამისად, რადგანაც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ: (ა) კასატორს არ მიუწოდებია საქონელი მოსარჩელისთვის და (ბ) არ დგინდება ტვირთის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, სსკ-ის 689.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საქონელი დაკარგულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამავე კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის…
…ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 799.1, 866.1, 816-ე, 689.1, 394-ე, 404-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები. 15.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, ტვირთის გადაზიდვის შესახებ დადებული…
საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
…რომ გადამზიდველის მიერ მისგან გადაცემული ტვირთი საბუთების მიხედვით არ იქნა განცხადებული, როგორც ძვირფასი ტვირთი და კარგო მანიფესტის მიხედვით იგი გაფორმდა რიგით ტვირთად. ტვირთი დღემდე დანიშნულებისამებრ არაა მისული, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 689-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, ანუ ტვირთი ითვლება დაკარგულად. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ფირმა “ჰერეუსმა”, რომელსაც უკვე…
…არ გაუწევდნენ ზედამხედველობას ტვირთის მოძრაობის მარშრუტს, ტვირთის დაკარგულად მიჩნევის ვარაუდი წარმოიშვებოდა არა 2014 წლის 22-24 ნოემბრიდან არამედ 2----–-–---------------დან. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა სამოქალაქო კოდექსის 689.1 მუხლის ანალიზის საფუძველზე (ტვირთის დაკარგულად მიჩნევის პრეზუმფცია. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც…