1. გაზომვის საშუალება, რომელიც შესაბამისობაშია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესრულების მიზნებისთვის გამოქვეყნებულ სტანდარტებთან ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალების შესაბამის სპეციფიურ დანართებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები.
2. გაზომვის საშუალებები, რომლებიც შესაბამისაობაშია იმ ნორმატიული დოკუმენტების ნაწილებთან, რომელთა ჩამონათვალიც გამოქვეყნებულია, უნდა ჩაითვალოს ამ რეგლამენტის I დანართში და გაზომვის საშუალების შესაბამის სპეციფიკურ დანართებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისად, რომლებიც ნორმატიული დოკუმენტების ამ ნაწილებით არის დაფარული.
3. მწარმოებელს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს. გარდა ამისა, შესაბამისობის პრეზუმფციით სარგებლობისათვის მწარმოებელმა სწორად უნდა გამოიყენოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ სტანდარტებში ან ნორმატიულ დოკუმენტებში ხსენებული გადაწყვეტილებები.
4. ივარაუდება მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ხსენებულ სათანადო ტესტებთან შესაბამისობა, თუ შესაბამისი ტესტირების პროგრამა შესრულებულია ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში ხსენებული დოკუმენტების თანახმად და თუ ტესტირების შედეგები უზრუნველყოფს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა