1. გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია გარკვევით უნდა ასახავდეს მის დაპროექტებას, წარმოებას და ექსპლუატაციას, საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასდეს გაზომვის საშუალების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.
2. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად:
ა) მეტროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა;
ბ) წარმოებული გაზომვის საშუალების მეტროლოგიური ფუნქციონირების აღწარმოება, იმ შემთხვევაში, როდესაც გაზომვის საშუალება სათანადოდ დარეგულირებულია შესაბამისი განკუთვნილი საშუალებების გამოყენებით;
გ) გაზომვის საშუალების მთლიანობა.
3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას იმ მოცულობით, რაც საჭიროა შეფასებისთვის და ტიპის და/ან გაზომვის საშუალების იდენტიფიცირებისთვის:
ა) გაზომვის საშუალების ზოგადი აღწერა;
ბ) კომპონენტების, შემადგენელი ნაწილების, სქემების და ა.შ. კონცეპტუალური პროექტები და წარმოების ნახაზები და გეგმები;
გ) საწარმოო პროცედურები თანმიმდევრული წარმოების უზრუნველსაყოფად;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული მოწყობილობების აღწერა ნახაზებით, დიაგრამებით, ლოგიკური ბლოკ სქემით და პროგრამული უზრუნველყოფის ზოგადი ინფორმაციით, რომელიც აღწერს მათ მახასიათებლებსა და ფუნქციონირებას;
ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების უკეთ გასაგებად აუცილებელი აღწერები და განმარტებები, გაზომვის საშუალების ფუნქციონირების ჩათვლით;
ვ) ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული, სტანდარტების და/ან ნორმატიული დოკუმენტების ნუსხა;
ზ) ძირითადი მოთხოვნების შესრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების აღწერები, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ რეგლამენტის მე-12 მუხლში მითითებული სტანდარტები და/ან ნორმატიული დოკუმენტები არ არის გამოყენებული, გამოყენებული სხვა სათანადო ტექნიკური სპეციფიკაციების ნუსხის ჩათვლით;
თ) საპროექტო გათვლების, გამოცდების შედეგები და ა. შ.;
ი) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო გამოცდის შედეგები, იმის საჩვენებლად, რომ ტიპი და/ან გაზომვის საშუალება შესაბამისობაშია:
ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან დეკლარირებულ ექსპლუატაციის ნომინალურ პირობებში და დადგენილ გარემო დაბრკოლებების პირობებში;
ხანგამძლეობის სპეციფიკაციები გაზის, წყლის, თერმული ენერგიის მრიცხველებისათვის, აგრეთვე სითხეებისთვის, წყლის გარდა;
კ) ტიპის (ნიმუშის) გამოცდის სერტიფიკატები ან პროექტის გამოცდის სერტიფიკატები, იმ გაზომვის საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც შედგება პროექტში მითითებული ნაწილების იდენტური ნაწილებისგან.
4. მწარმოებელმა უნდა დააზუსტოს, თუ სად იქნა დატანილი დამღები და ნიშანდებები.
5. საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელმა უნდა მიუთითოს ინტერფეისებისა და შემადგენელი ნაწილების თავსებადობის პირობების თაობაზ