1. გაზომვის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას და/ან ექსპლუატაციაში გაშვებისას დისტრიბუტორი ვალდებულია სათანადო დაიცვას ამ რეგლამენტის მოთხოვნები.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე დისტრიბუტორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გაზომვის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება, თანახლავს – შესაბამისობის დეკლარაცია, ამ რეგლამენტის I დანართის  9.3 პუნქტის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაციისა და ინსტრუქციების სახით, ქართულ ენაზე და რომ მწარმოებლის და იმპორტიორის მიერ შესრულებულია  ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

3. თუ დისტრიბუტორი თვლის ან გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტის I დანართის და გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს გაზომვის საშუალება ბაზარზე, სანამ იგი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. ამასთანავე, თუ გაზომვის საშუალება წარმოადგენს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და  ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

4. დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის  ქვეშ ყოფნის პერიოდში,  გაზომვის საშუალებების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის გაზომვის საშუალებების ამ რეგლამენტის I დანართით  და  გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული გაზომვის საშუალება  არ შეესაბამება  ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა,  გაზომვის საშუალებების შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება რისკის შემცველია, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს სათანადო  ინფორმაცია შეუსაბამობისა და განხორციელებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

6. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ქართულ ენაზე მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია  გაზომვის საშუალების შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა