1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას, დისტრუბუტორი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ზე დატანილია ნიშანდება, თან ახლავს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და II დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინსტრუქციები და ინფორმაცია ქართულ ენაზე. დისტრიბუტორი ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა და იმპორტიორმა დააკმაყოფილეს მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. თუ დისტრიბუტორი თვლის ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალება არ შეესაბამება II დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია შესაბამისობაში მოყვანამდე არ განათავსოს ინდივიდუალური დაცვის საშუალება ბაზარზე. თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ უქმნიდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის შესაბამისობას II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო მაკორექტირებელი ზომა ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეიცავს რისკს, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ზემოთ აღნიშნულ ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა