1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებამდე იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია მე-16 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და ახლავს საჭირო დოკუმენტაცია. იმპორტიორი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობაში მოყვანამდე არ განათავსოს ინდივიდუალური დაცვის საშუალება ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს მიზეზი, სჯეროდეს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალება არ შეესაბამება II დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
3. იმპორტიორი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალების შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
4. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს თან ახლდეს შესაბამისი ინსტრუქციები და II დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.
5. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას II დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.
6. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები შეიცავს რისკს, იმპორტიორი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშების შემოწმება, გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რეესტრი, ამგვარი მონიტორინგის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს.
7. თუ იმპორტიორი თვლის ან აქვს მიზეზი, სჯეროდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის შესაბამისობაში მოსაყვანად, ბაზრიდან ამოსაღებად ან გამოსათხოვად. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ი შეიცავს რისკს, იმპორტიორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია შეუსაბამობებისა და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
8. იმპორტიორი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და უზრუნველყოს, რომ სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიეწოდოს ამ ორგანოს.
9. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებ(ებ)ის შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ზემოთ აღნიშნულ ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა