1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტები.
2. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, პროდუქტზე დატანილია ნიშანდება, თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო სხვა დოკუმენტაცია, ასევე მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორს აქვს ეჭვის საფუძელი, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს პროდუქტი ბაზარზე ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
3. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
4. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
5. იმპორტიორი ვალდებულია პროდუქტის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
6. შესაბამის შემთხვევებში, პროდუქტის მიერ შექმნილ რისკებთან მიმართებაში მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმპორტიორი ვალდებულია განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის, ნიმუშების გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს რეესტრი საჩივრების, შეუსაბამო პროდუქტებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და დისტრიბუტორებს აცნობოს ნებისმიერი მსგავსი ტიპის მონიტორინგის შედეგების თაობაზე.
7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას, ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს პროდუქტის რეალიზაცია და მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს რისკს იმპორტიორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და გატარებული ზომის შესახებ.
8. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად, შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის მოწმობა პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია.
9. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი პროდუქტის ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჭირო ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია პროდუქტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელა