1. მწარმოებელი უფლებამოსილია წერილობითი მინდობილობის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელსაც ექნება მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილებისა.
2. მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა შეეძლოს შეასრულოს სულ მცირე შემდეგი:
ა) შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია ან შესაბამის შემთხვევებში შესაბამისობის მოწმობა და ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;
ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია პროდუქტის შესაბამისობის თაობაზე;
გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელა