1.
თითოეული მხარე, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიწოდების ავტორიზაცია ხორციელდებოდეს მარტივი შეტყობინების საფუძველზე.
2.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს ლიცენზიის შესაძლო საჭიროებას ნუმერაციისა და სიხშირეების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული ლიცენზიის ვადები და პირობები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
3.
ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, თითოეული მხარე უზრუნველყოფს შემდეგს:
(a) ლიცენზირების კრიტერიუმებისა და ლიცენზიასთან დაკავშირებულ განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გონივრული ვადის საჯაროობა;
(b) ლიცენზიის მინიჭებაზე უარის მიზეზი, მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს;
(c) იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს არსებითი საფუძვლის გარეშე უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე, მას უნდა შეეძლოს მიმართოს სააპელაციო ორგანოს დახმარებისთვის;
(d) ლიცენზიის მოსაკრებელი[20]
, არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ლიცენზიის მართვის, კონტროლის და აღსრულების ადმინისტრაციულ ხარჯებს. მოცემული პუნქტი არ ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელ