1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ნებისმიერი მიმწოდებლისგან. თუ რომელიმე მხარე ინარჩუნებს მფლობელობას ან ახორციელებს კონტროლს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელების ან მომსახურების მიმწოდებელთან მიმართებით, ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს მარეგულირებელი ფუნქციის ეფექტური სტრუქტურული გამიჯვნა იმ საქმიანობისგან, რომელიც საკუთრებასთან ან კონტროლთან არის დაკავშირებული.
2.
თითოეული
მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო საკმარისად უფლებამოსილი იყოს შესაბამისი სექტორის ეფექტიანი რეგულირებისთვის. ამოცანები, რომლებსაც ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო, უნდა იყოს საჯარო, საზოგადოებისთვის მარტივად და ნათლად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფუნქციები განაწილებულია რამდენიმე უწყებას შორის.
3.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული პროცედურები იყოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ბაზრის ყველა მონაწილისთვის.
4.
მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, განახორციელოს ბაზრის ანალიზი იმ შესაბამისი საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე, რომლებიც ექვემდებარება ex ante რეგულირებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელმა ორგანომ, ამ შეთანხმების 103-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განსაზღვროს, დააკისროს, შეუნარჩუნოს, შეუცვალოს ან შეუჩეროს თუ არა დაკისრებული ვალდებულება, მან ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, არის თუ არა შესაბამისი ბაზარი კონკურენტული.
5. იმ შემთხვევაში როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ბაზარი არ არის კონკურენტული, მან უნდა დაადგინოს ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მომსახურების მიმწოდებლები და დააკისროს, შეუნარჩუნოს ან შეასწოროს კონკრეტული ვალდებულებები ამ შეთანხმების
10
3-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ ბაზარი კონკურენტულია, მან, ამ შეთანხმების 10
3-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს არ უნდა დააკისროს ან ძალაში დატოვოს რაიმე სახის ვალდებულება.
6.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მომწოდებლებს, რომლებსაც ეხებათ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში, რომელიც დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში მონაწილე მხარეებისგან. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქმის არსებითი ვითარება სრულად იქნეს მიღებული მხედველობაში. გასაჩივრების შედეგის მოლოდინის პერიოდში, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რჩება ძალაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააპელაციო ორგანო გადაწყვეტს სხვაგვარად. თუ სააპელაციო ორგანო არ წარმოადგენს სასამართლოს, მან უნდა წარმოადგინოს თავისი გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება და ეს გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეფექტიანად უნდა აღსრულდეს.
7.
იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიმართავს ამ ქვენაწილით განსაზღვრულ ნებისმიერ დებულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შესაბამის ბაზარზე, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გათვალისწინებული იყოს დაინტერესებული მხარეების უფლება, გონივრულ ვადაში წარმოადგინონ თავისი კომენტარები აღნიშნული ღონისძიების პროექტთან
დაკავშირებით. მარეგულირებლებმა უნდა გამოაქვეყნონ მათი საკონსულტაციო განხილვები. საკონსულტაციო განხილვების შედეგები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
8.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების მიმწოდებლებმა წარმოადგინონ ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსური მონაცემები, რათა მარეგულირებელმა ორგანომ უზრუნველყოს გადაწყვეტილებების ამ ქვენაწილთან შესაბამისობა. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, დროულად, მოთხოვნისთანავე წარმოადგინონ აღნიშნული ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი განრიგის და დეტალების შესაბამისად. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა იყოს განსახილველი საკითხის თანაზომადი. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განმარტოს აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველ