თავი 11 — ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში
1. თითოეული მხარე პასუხისმგებელია შექმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებები, რომელიც აღჭურვილი იქნება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების რეგულირების უფლებით. ეს მარეგულირებელი უწყებები უნდა იყვნენ იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი ერთეულები სხვა ნებისმიერი საჯარო თუ კერძო საწარმოსაგან, ბაზარის მონაწილისა თუ ოპერატორისაგან.
2. მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილებები და მის მიერ გამოყენებული პროცედურები უნდა იყოს მიუკერძოებელი ბაზარის ყველა მონაწილესთან მიმართებაში.
3. ოპერატორს, რომელზეც მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილება იქონიებს უარყოფით ზეგავლენას, უნდა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჩართული მხარეებისაგან დამოუკიდებელ სააპელაციო უწყებაში. ყველა შემთხვევაში, როცა სააპელაციო უწყება არ არის თავისი არსით იურიდიული უწყება, აუცილებელია მისი გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით წარდგენა და ეს გადაწყვეტილებები ასევე უნდა ექვემდებარებოდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო უწყების მიერ განხილვას. სააპელაციო უწყების გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 207. მარეგულირებელი უწყებები— საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
მუხლი 101. მარეგულირებელი ორგანო— საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)“, მუხლი 215, №200/42, 27.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2496959/muxli-215/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია