ამ თავის მიზნებისთვის:
a) „ზოგადი გამოყენების ზომა” მოიცავს კანონებს, რეგულაციებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პროცედურებს და ადმინისტრაციულ წესებს, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხზე. ის არ მოიცავს ზომებს, რომლებიც ეხება კონკრეტულ პირს ან პირთა ჯგუფს.
b) „დაინტერესებული პირი” ნიშნავს მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელზეც პირდაპირი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ზოგადი გამოყენების ზომა