1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების ზომები:
(a) იყოს სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომი ოფიციალური არხის მეშვეობით და სადაც შესაძლებელია, ელექტრონული საშუალებებით, რათა ნებისმიერმა პირმა შეძლოს ამ ზომების გაცნობა;
(b) იძლევიან მიზნის განმარტებას და ამ ზომების დასაბუთებას; და
(c) უზრუნველყოფენ საკმარისი დროის შუალედს ამ ზომების გამოქვეყნებასა და ძალაში შესვლას შორის, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისა, უსაფრთხოების ზომებისა ან საგანგებო სიტუაციების ჩათვლით.
2. თითოეული მხარე:
(a) მიზნად ისახავს, ადრეულ საფეხურზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ზოგადი გამოყენების ზომის მიღებასა ან ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება ამ წინადადების მიზნისა და მისი დასაბუთების ჩათვლით.
(b) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის ამგვარ წინადადებაზე კომენტარის გაკეთების გონივრულ შესაძლებლობებს, კერძოდ, იძლევა საკმარის დროს ამგვარი შესაძლებლობებისათვის; და
(c) მიზნად ისახავს მხედველობაში მიიღოს ამგვარ წინადადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კომენტარებ