ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში
1. მოცემული თავის დებულებებსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების დებულებებს ან ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების დებულებებსა ან ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს.
2. მოცემული თავის განხორციელების პროცესში უპირატესობა ენიჭება კანონებისა და სხვა აქტების მიღებას, რომლებიც თანხვედრაშია ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებასთან ან ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას. წინამდებარე თავთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში კანონები ან სხვა აქტები, რომლებიც თანხვედრაშია ამ კრიტერიუმთან, ჩაითვლება კანონებად და აქტებად, რომლებიც თანხვედრაშია მოცემულ თავთან. ამ კრიტერიუმთან კანონებისა და სხვა აქტების თანხვედრის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების 91-ე მუხლის ძალით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
გამჭვირვალო