1.      თითოეული მხარე ვალდებულია საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოს  ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირისა და სასაწყობე საშუალებებზე მესამე მხარის დაშვების სისტემის განხორციელება, რომელიც ვრცელდება ყველა მომხმარებელზე და არის გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული.

2.      თითოეული მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვების ტარიფის და ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვებასთან დაკავშირებული სხვა პირობების ობიექტურობა, გონივრულობა და გამჭვირვალობა და ასევე არადისკრიმინაციული მიდგომა ენერგოპროდუქტის წარმომავლობის, მფლობელობისა თუ  საბოლოო დანიშნულების ადგილის მიუხედავად.

3.      მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ტექნიკური და დაკონტრაქტებული სიმძლავრის, როგორც ფიზიკურის, ასევე, ვირტუალურის, განაწილება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმებისა და პროცედურების მეშვეობით.

4.      მესამე მხარის დაშვებაზე უარის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყონ ენერგოსატრანსპორტო საშუალებათა ოპერატორების მიერ  დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარდგენა მომთხოვნი მხარისათვის, რაც სამართლებრივი კომპენსაციის საგანს წარმოადგენს.

5.      გამონაკლისის სახით მხარემ შეიძლება თავი აარიდოს პირველიდან მე-4 პუნქტის ჩათვლით დებულებების შესრულებას, მის კანონმდებლობაში მოცემული ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე. კერძოდ, მხარეს საკუთარ კანონმდებლობაში შეუძლია გაითვალისწინოს მესამე მხარის დაშვების წესებისგან გამონაკლისის დაშვება ცალკეულ შემთხვევაში შეზღუდული დროით  ძირითადი ახალი ენერგიის ტრანსპორტირების  საშუალებებისთვი