1. ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების ოპერატიულ-ტექნოლოგიური და ოპერატიულ-კომერციული მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა გამოიყენებოდეს ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები.
2. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები უნდა უზრუნველყოფდნენ მონაცემების მიღებას ელექტრული სიმძლავრის საშუალო, 30-წუთიანი (კომერციული) მნიშვნელობების და დღე-ღამის ზონების მიხედვით, კალენდარული დღე-ღამის და მოცემული დროის მონაკვეთში (კვირა, თვე, წელი და ა.შ.), ჯამური აღრიცხული ელექტროენერგიის შესახებ.
3. ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სტანდარტების ორგანოს მეტროლოგიური ატესტაცია მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
4. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ენერგოობიექტებიდან ინფორმაციის შეკრების და გადაცემის საფუძველზე სტრუქტურით – ენერგოობიექტი-ენერგოსისტემა.
5. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა მართვის ყველა დონეზე დაცული უნდა იყოს ინფორმაციის არასანქცირებული ხელმისაწვდომობისაგან და მისი თვითნებური ცვლილებისაგან როგორც ცალკეული ელემენტების დალუქვის გზით, ასევე პროგრამული საშუალებებით.
6. ყველა სისტემათშორისი (ბაზრის სუბიექტებს შორის) 110კვ და მეტი მაღალი ძაბვის ხაზებზე და ყველა 220-500კვ მაღალი ძაბვის ხაზებზე ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ხაზის ორივე ბოლოში.
7. ექსპლუატაციის პირობებში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მზომი ტრანსფორმატორების მუშაობა საჭირო სიზუსტის კლასით. ყველა 110კვ და მეტი ძაბვის ხაზებზე აღრიცხვიანობის სქემებში უნდა გამოიყენებოდეს სამფაზა სამელემენტიანი ელექტროენერგიის მრიცხველი დენის ტრანსფორმატორებით ყოველ ფაზაში. აღრიცხვის ყოველ ერთეულზე უნდა იყოს შემოღებული ოქმი-პასპორტი.
8. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები უნდა იყოს აღჭურვილი ზუსტი ასტრონომიული დროის სისტემით და გარანტირებული ელექტროკვებით.
9. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის ბაზარზე კომერციული აღრიცხვის სქემისათვის საწყის ნორმატიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ ბაზრის მოქმედი წესები და ბაზრის სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებები (კონტრაქტები) ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის მიწოდებაზე (ყიდვაზე). ამასთან ერთად, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გადაცემული (მიღებული) ელეტრული ენერგიის და სიმძლავრის რაოდენობის აღრიცხვა და აგრეთვე მისი გადაცემის დროს ელექტროენერგიის დანაკარგების ინსტრუმენტარული განსაზღვრა. აღრიცხვა უნდა უზრუნველყოფდეს მონაცემების მიღებას ბაზრის სუბიექტების სალდო გადადინების, გამომუშავების, გადაცემისა და მოხმარების და სახელმწიფოთაშორისო გადადინებების შესახებ
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 56. ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 56. ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 24. მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა
- მუხლი 22. კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
- მუხლი 3. საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
- მუხლი 209. ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვება
- მუხლი 217. ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 52. გადართვები ელექტრულ დანადგარებში
- მუხლი 53. გადართვები თბოენერგოდანადგარების სქემებში
- მუხლი 54. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 56, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-56/