1. გადართვების წარმოებისას შესრულებული ყველა ცვლილებები ელექტროდანადგარების ელექტრული შეერთების სქემებსა და სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების წრედებში, აგრეთვე დამიწების დაყენების ადგილები გადართვების დასრულებისთანავე, უნდა აისახოს ოპერატიულ სქემებზე ან მნემოსქემებზე (სქემა-მაკეტი).
2. რთული გადართვები, აგრეთვე გადართვები (გარდა ცალკეულის) ელექტროდანადგარებზე მაბლოკირებელი მოწყობილობების გარეშე ან გააჩნიათ გაუმართავი მაბლოკირებელი მოწყობილობები უნდა სრულდებოდეს გადართვების პროგრამებით, ბლანკებით, რუკებით.
გადართვები, რომლებიც მოითხოვენ საკომუტაციო აპარატების, დამამიწებელი გამთიშველების და სარელეო დაცვის მოწყობილობების, ავარიასაწინააღმდეგო და რეჟიმული ავტომატიკის, გენერატორის, სინქრონული კომპენსატორის, ბლოკის გენერატორი-ტრანსფორმატორი, ტრანსფორმატორების (ავტოტრანსფორმატორების), ძაბვის ტრანსფორმატორების, ელექტროგადამცემი ხაზების, სალტეების სისტემისა და სექციების სქემებში, აგრეთვე სალტის ერთი სისტემიდან მეორეზე მინაერთების გადაყვანის, ამომრთველების შემოვლითი ან სალტეთაშემაერთებლებით შეცვლის მკაცრი მიმდევრობით ოპერაციებს, მიეკუთვნება რთულ გადართვებს. ასევე რთულ გადართვებს მიეკუთვნება გადართვები მინაერთებზე ერთზე მეტი ამომრთველის მქონე სქემებში.
რთული გადართვების ჩამონათვალები, დამტკიცებული შესაბამისი ენერგოობიექტების ტექნიკური ხელმძღვანელების და ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოების ხელმძღვანელობის (მთავარი დისპეტჩერების) მიერ უნდა ინახებოდეს მათ სადისპეტჩერო პუნქტებში.
რთული გადართვების ჩამონათვალები ექვემდებარება გადახედვას სქემის, მოწყობილობის შემადგენლობის, დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების ცვლილების დროს.
3. განმეორებადი რთული გადართვებისათვის უნდა იყოს გამოყენებული ტიპური პროგრამები, ბლანკები.
ავარიის ლიკვიდაციისათვის ან მისი აცილებისათვის ნებადართულია გადართვები ჩატარდეს გადართვების ბლანკების გარეშე შემდგომი ჩაწერით ოპერატიულ ჟურნალში.
4. ელექტროდანადგარების ელექტრული შეერთების სქემებსა და რელეური დაცვისა და ავტომატიკის წრედებში გადართვების განხორციელებისას გადართვის პროგრამებსა და ბლანკებში, რომლებიც წარმოადგენენ ოპერატიულ დოკუმენტებს, უნდა იყოს დადგენილი ოპერაციების წესი და თანმიმდევრობა.
გადართვის ბლანკები შეიძლება იყოს რუკის ფორმით, ცხრილის სახით სიმბოლოებისა და შემოკლებული ჩანაწერების გამოყენებით.
გადართვის ბლანკები (ტიპური ბლანკები) უნდა გამოიყენოს ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა, რომელიც უშუალოდ ასრულებს გადართვებს
გადართვის პროგრამები (ტიპური პროგრამები) უნდა გამოიყენოს ხელმძღვანელმა ოპერატიულმა პერსონალმა მართვის სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ენერგოობიექტების ელექტროდანადგარებზე გადართვების წარმოებისას.
პროგრამის დეტალიზაციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დისპეტჩერული მართვის დონეს.
პირებს, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ გადართვებს, ნება ეძლევათ გამოიყენონ შესაბამისი დისპეტჩერის გადართვების პროგრამები, შევსებული გადართვის ბლანკებით.
ტიპიური პროგრამები და გადართვის ბლანკები უნდა იყოს კორექტირებული ელექტროდანადგარების ელექტრული მიერთებების მთავარ სქემაში ცვლილებების შეტანისას, რომელიც დაკავშირებულია ახალი მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანასთან, მოძველებული დანადგარების ნაწილობრივ დემონტაჟთან ან შეცვლასთან, გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქციასთან, აგრეთვე რელეური დაცვის და ავტომატიკის ახალი მოწყობილობების ჩართვასთან ან დაყენებულ მოწყობილობებში ცვლილებებთან.
5. ენერგოსისტემის სქემებისა და მუშაობის რეჟიმის დაგეგმილი ცვლილებებისას, ასევე რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობებში ცვლილებებისას ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ, ვის მმართველობაშიც იმყოფება მოწყობილობა და რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობები, წინასწარ უნდა იყოს შეტანილი აუცილებელი ცვლილებები და დამატებები გადართვების ტიპურ პროგრამებსა და ბლანკებში ოპერატიული მართვის შესაბამის დონეზე.
6. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე ყველა გადართვა უნდა სრულდებოდეს გადართვების წარმოებაზე ადგილობრივი ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად.
7. ზემდგომი ოპერატიული პერსონალის ოპერატიულ მართვაში მყოფ ელექტრომოწყობილობებსა და რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობებზე გადართვები უნდა ხდებოდეს ამ პერსონალის განკარგულებით, ხოლო მის გამგებლობაში მყოფზე – მისი ნებართვით.
გადართვების შესრულება ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონელის განკარგულებისა და ნებართვის გარეშე, მაგრამ მისი შემდგომი შეტყობინებით, ნებადართულია გადაუდებელი შემთხვევების დროს (უბედური შემთხვევა, სტიქიური უბედურება, ხანძარი, ავარია).
ხანძრისა და ავარიის ლიკვიდაციისას ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონელმა უნდა იმოქმედოს ადგილობრივი ინსტრუქციებისა და ხანძარქრობის ოპერატიული გეგმის შესაბამისად.
8. განკარგულებაში გადართვებზე უნდა იყოს მითითებული ელექტროდანადგარის სქემასა და რელეური დაცვისა და ავტომატიკის წრედებში ოპერაციების მიმდევრობა აუცილებელი დეტალიზაციის ხარისხით, რომელიც განისაზღვრება ზემდგომი ოპერატიული პერსონალის მიერ.
გადართვების შემსრულებელზე ერთდროულად გაცემული უნდა იყოს არა უმეტეს ერთი დავალებისა ერთი მიზნობრივი დანიშნულების შემცველი ოპერაციის ოპერატიული გადართვის წარმოებაზე.
9. რთულ გადართვებს, როგორც წესი, უნდა ასრულებდეს ორი პირი, რომელთაგან ერთი არის მაკონტროლებელი. მაკონტროლებელი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, მოცემული ელექტროდანადგარის სქემის, გადართვების წარმოების წესების მცოდნე და საწარმოს განკარგულებით გადართვების შესრულებაზე დაშვებული პირი.
ორი პირის მიერ გადართვების შესრულებისას მაკონტროლებელი, როგორც წესი, უნდა იყოს თანამდებობრივად უფროსი, რომელიც იმყოფება რა მოცემულ ენერგოობიექტზე, გარდა თითოეული ოპერაციის კონტროლისა, უნდა ახორციელებდეს გადართვებზე კონტროლს მთლიანობაში. გადართვების სისწორეს თვალყურს უნდა ადევნებდეს ორივე პირი, რომელიც აწარმოებს გადართვებს.
ცვლაში ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალიდან ერთი პირის არსებობისას მაკონტროლებელ პირად შეიძლება იყოს მუშაკი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, მოცემული ელექტროდანადგარის სქემის, გადართვების წარმოების წესების მცოდნე და ობიექტის ხელმძღვანელის განკარგულებით გადართვების შესრულებაზე დაშვებული პირი.
ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც აქვთ უფლება აკონტროლონ გადართვები, უნდა იქნეს დამტკიცებული ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ და გადაცემული შესაბამის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოში.
რთული გადართვებისას რელეური დაცვისა და ავტომატიკის წრედებში ოპერაციის ჩასატარებლად დასაშვებია მოწვეულ იქნეს რელეური დაცვისა და ავტომატიკის სამსახურიდან მესამე პირი. ამ მუშაკმა გადართვის ბლანკის წინასწარი გაცნობისა და ხელმოწერის შემდეგ უნდა შეასრულოს ყოველი ოპერაცია გადართვების მწარმოებელი პირის განკარგულებით.
ყველა სხვა გადართვა, მუშაობისუნარიანი მაბლოკირებელი მოწყობილობების არსებობის პირობებში შეიძლება შესრულდეს ერთპიროვნულად ცვლის შემადგენლობიდან დამოუკიდებლად.
10. ელექტროდანადგარზე ძაბვის გაქრობის შემთხვევაში ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი უნდა იყოს მზად მისი გაუფრთხილებელი მიწოდებისათვის.
11. საკუთარ წრედში ამომრთველის მქონე მინაერთების ძაბვის ქვეშ ჩართვა-გამორთვა და მუშაობაში შეყვანა-გამოყვანა უნდა წარმოებდეს ამ ამომრთველით.
შიგა და გარე დადგმულობის კომპლექტურ გამანაწილებელ მოწყობილობების მიერთებების განმცალკავებლებით, გამთიშველებითა და გასახსნელი კონტაქტებით გამორთვა და ჩართვა ნებადართულია:
ა) 110-220კვ ძალოვანი ტრანსფორმატორების ნეიტრალების, 6-35კვ დამამიწებელი რკალმქრობი რეაქტორებისა ქსელში მიწასთან შერთვის არარსებობისას;
ბ) 6-500კვ ძალოვანი ტრანსფორმატორების დამამაგნიტებელი დენის;
გ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დამუხტვის დენისა და მიწასთან შერთვის დენის;
დ) სალტეების სისტემების დამუხტვის დენის, აგრეთვე მიერთებების დამუხტვის დენის, ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით.
6-10 კვ წრიულ წრედებში ნებადართულია 70ა-მდე გამათანაბრებელი დენების გამთიშველებით გამორთვა და წრედის წრიულად შეკვრა გამთიშველის გახსნილ კონტაქტებზე ძაბვის სხვაობისას არაუმეტესი, ვიდრე 5%.
დასაშვებია 10 კვ და უფრო დაბალი ძაბვის დროს 15ა დატვირთვის დენის ჩართვა და გამორთვა გარე დადგმულობის სამპოლუსიანი გამთიშველებით.
დასაშვებია გამთიშველებით დისტანციური გამორთვა 220 კვ და მეტი ძაბვის გაუმართავი ამომრთველის, რომელიც დაშუნტებულია სალტეების სისტემის სხვა მიერთებების ერთი ამომრთველით ან ჯაჭვით რამდენიმე ამომრთველისაგან (ოთხკუთხედური სქემა და სხვა), თუ ამომრთველის გამორთვამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დანგრევა და ქვესადგურის გამორთვა.
გამთიშველებით გამოსართავი და ჩასართავი დენების დასაშვები მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს ნორმატიული დოკუმენტებით.
სხვადასხვა ელექტროდანადგარებისათვის ოპერაციების შესრულების წესი და პირობები უნდა იყოს რეგლამენტირებული ადგილობრივი ინსტრუქციებით.
12. აკრძალულია უსაფრთხოების ბლოკირებების თვითნებურად გამოყვანა მუშაობიდან უშუალოდ გადართვების შემსრულებელი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის მიერ.
დებლოკირება ნებადართულია მხოლოდ ადგილზე ამომრთველის გამორთული მდგომარეობის შემოწმებისა და ბლოკირების მტყუნების მიზეზის გამოვლენის შემდეგ, იმ პირების ნებართვითა და ხელმძღვანელობით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ამაზე ენერგოობიექტზე წერილობითი განკარგულებით.
დებლოკირების საჭიროების შემთხვევაში უნდა შედგეს გადართვების ბლანკი მასში დებლოკირების ოპერაციების შეტანით
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 52. გადართვები ელექტრულ დანადგარებში
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. მუშაობის რეჟიმის დაგეგმვა
- მუხლი 47. მუშაობის რეჟიმების მართვა
- მუხლი 48. დანადგარების მართვა
- მუხლი 49. ავარიების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 53. გადართვები თბოენერგოდანადგარების სქემებში
- მუხლი 54. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
- მუხლი 56. ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 52, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-52/