1. ყველა გადართვა თბურ სქემებში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი ექსპლუატაციის ინსტრუქციების შესაბამისად და აისახოს ოპერატიულ დოკუმენტაციაში.
2. ინსტრუქციებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ორი და მეტი მომიჯნავე ქვედანაყოფის ან ენერგოობიექტის მონაწილეობისას, გადართვები უნდა შესრულდეს პროგრამის მიხედვით. ინსტრუქციებში აღწერილი რთული გადართვები ასევე უნდა ჩატარდეს პროგრამით.
3. რთულს მიეკუთვნება გადართვები:
ა) თბურ სქემებში რთული კავშირებით;
ბ) დროის მიხედვით ხანგრძლივი;
გ) ობიექტზე დიდი განფენილობით;
დ) იშვიათად შესასრულებელი. იშვიათად შესასრულებელ გადართვებს შეიძლება მიეკუთვნოს: ძირითადი მოწყობილობის მუშაობაში შეყვანა მონტაჟის და რეკონსტრუქციის შემდეგ; მოწყობილობის და თბური ქსელების ჰიდრავლიკური გამოცდა; ახალი და ართმეული ორთქლის ორთქლსადენების და მკვებავი მილსადენების სქემებში ცვლილებები; მოწყობილობების სპეციალური გამოცდები;
ე) მოწყობილობის ექსპლუატაციის ახალი არატრადიციული ხერხების შემოწმება და გამოცდა და ა.შ.
გადართვების სირთულის ხარისხს და მისი შესრულებისთვის პროგრამის შედგენის საჭიროებას განსაზღვრავს ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელი მუშაობის პირობებიდან გამომდინარე.
4. ყოველ ენერგოობიექტზე უნდა იყოს დამუშავებული რთული გადართვების ჩამონათვალი, დამტკიცებული ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ. სია უნდა კორექტირდებოდეს მოწყობილობის ექსპლუატაციაში შეყვანის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის, ტექნოლოგიური სქემების და ტექნოლოგიური დაცვებისა და ავტომატიკის სქემების და ა.შ. ცვლილებების გათვალისწინებით. ჩამონათვალი უნდა გადაისინჯოს 3 წელიწადში ერთხელ. ჩამონათვალის ასლი უნდა იყოს ენერგოობიექტისა და და საამქროს ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის სამუშაო ადგილზე.
5. ენერგეტიკული ობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული იმ პირთა სია ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, რომელთაც აქვთ უფლება გააკონტროლონ პროგრამებით ჩასატარებელი გადართვების შესრულება. სია უნდა იყოს კორექტირებული პერსონალის შემადგენლობის ცვლილებისას. სიის ასლი უნდა იყოს ენერგოობიექტის და საამქროს ოპერატიული პერსონალის სამუშაო ადგილზე.
6. გადართვების ჩატარების პროგრამაში უნდა იყოს აღნიშნული:
ა) გადართვების ჩატარების მიზანი;
ბ) გადართვების ობიექტი;
გ) გადართვების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი ღონისძიებების ჩამონათვალი;
დ) გადართვების ჩატარების პირობები;
ე) გადართვების დაწყების და დამთავრების გეგმური ვადა, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს ოპერატიული წესით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში–გადართვების ობიექტის სქემა (სქემაზე ობიექტის ელემენტების სახელწოდება და ნუმერაცია უნდა სრულად შეესაბამებოდეს ობიექტზე მიღებულ სახელწოდებას და ნუმერაციას);
ზ) ოპერაციების შესრულების წესი და თანამიმდევრობა, ტექნოლოგიური დაცვებისა და ავტომატიკის წრედების ჩამკეტი და მარეგულირებელი ორგანოების და ელემენტების მდგომარეობის ჩვენებით;
თ) ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი, რომელიც ასრულებს გადართვებს;
ი) პერსონალი, რომელიც მონაწილეობს გადართვებში;
კ) ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი, რომელიც ხელმძღვანელობს გადართვების განხორციელებას;
ლ) ენერგოობიექტის ორი ან მეტი ქვედანაყოფის გადართვებში მონაწილეობის შემთხვევაში – პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, რომელიც ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას;
მ) ორი ან მეტი ენერგოობიექტის გადართვებში მონაწილეობის შემთხვევაში პირები ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყოველ ენერგოობიექტზე გადართვების ჩატარებაზე და პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, რომელიც ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას გადართვების ჩატარებაზე;
ნ) პროგრამაში აღნიშნული პირების ფუნქციები;
ო) ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებას;
პ) პერსონალის ქმედება ავარიული სიტუაციის ან მდგომარეობის წარმოქმნისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და მოწყობილობის სიმრთელეს.
7. პროგრამა მტკიცდება ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, ხოლო პროგრამის ერთი ობიექტის ფარგლებიდან გამოსვლის შემთხვევაში–პროგრამაში მონაწილე ენერგოობიექტების ტექნიკური ხელმძღვანელების მიერ.
8. განმეორებადი გადართვებისათვის, რომლებიც აღნიშნულია წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში, ენერგოობიექტებზე უნდა გამოიყენებოდეს წინასწარ შედგენილი ტიპური პროგრამები.
ტიპური პროგრამები უნდა გადაიხედოს სამ წელიწადში ერთხელ და კორექტირდებოდეს მოწყობილობის მოქმედებაში შეყვანის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის, ტექნოლოგიური სქემების, ტექნოლოგიური დაცვებისა და ავტომატიკის სქემების ცვლილების დროს.
9. გადართვების პროგრამა და გადართვების ტიპური პროგრამები გამოიყენება ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის მიერ და წარმოადგენენ ოპერატიულ დოკუმენტს გადართვების წარმოებისას.
10. ობიექტზე მნემოსქემის არსებობისას ყველა ცვლილება აისახება მასზე გადართვების დასრულების შემდეგ.
11. გადართვების პროგრამები უნდა ინახებოდეს სხვა ოპერატიულ დოკუმენტაციასთან ერთა