1. ენერგოობიექტების მართვის ოპერატიულ-დისპეტჩერულ პერსონალს, ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოებს მიეკუთვნება:
ა) ოპერატიული პერსონალი – პერსონალი, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს ენერგოდანადგარების მართვის ორგანოებზე და ახორციელებს ენერგოდანადგარების მართვასა და მომსახურებას ცვლაში;
ბ) ოპერატიულ-სარემონტო პერსონალი – სარემონტო პერსონალი მართვის ორგანოებზე უშუალო ზემოქმედების უფლებით;
გ) ოპერატიული ხელმძღვანელები – პერსონალი, რომლიც ახორციელებს ცვლაში მასზე მიმაგრებული ობიექტების (ენერგოსისტემის, ელექტრული ქსელების, ელექტროსადგურის, ენერგოობიექტის) მართვას და მასზე დაქვემდებარებული პერსონალის ოპერატიულ ხელმძღვანელობას.
2. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი უნდა წარმართავდეს ენერგოსისტემის, ენერგოობიექტების მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და ეკონომიური მუშაობის რეჟიმს საწარმოო და თანამდებობრივი ინსტრუქციების, აგრეთვე ზემდგომი ოპერატიული პერსონალის ოპერატიული განკარგულებების შესაბამისად.
ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის კომპლექტაცია კვალიფიკაციისა და რაოდენობის მიხედვით ხორციელდება ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოების ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის სამუშაო ადგილების შეთავსება ცვლაში არასრული შემადგენლობით მუშაობის დროს შეიძლება იყოს ნებადართული ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის, შესაბამისი ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოს მთავარი დისპეტჩერის მხოლოდ წერილობითი მითითებით.
3. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი ცვლის განმავლობაში პასუხისმგებელია მის ოპერატიულ მართვაში ან გამგებლობაში მყოფი მოწყობილობების ექსპლუატაციაზე, წინამდებარე წესების, საქარხნო და ადგილობრივი ინსტრუქციების, უსაფრთხოების წესების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის განკარგულებების უპირობო შესრულებაზე.
4. მუშაობის რეჟიმის დარღვევის, მოწყობილობის დაზიანების, ასევე ხანძრის წარმოშობისას, (დეფექტების აღმოჩენისას, რომელიც ემუქრება დანადგარის დაზიანებას) ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს ღონისძიებები მუშაობის ნორმალური რეჟიმის აღსადგენად და ავარიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე აცნობოს მომხდარის შესახებ ოპერატიულ-დისპეტჩერულ ან ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს დამტკიცებული სიის შესაბამისად.
5. ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის განკარგულება მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად მისდამი დაქვემდებარებულ ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალისათვის.
6. მოწყობილობა, რომელიც იმყოფება ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის ოპერატიულ მართვაში ან ოპერატიულ გამგებლობაში არ შეიძლება ჩართული იქნეს მუშაობაში ან გამოყვანილი იქნეს მუშაობიდან მისი ნებართვის გარეშე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანებს და მოწყობილობებს.
7. ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის განკარგულება უნდა იყოს მკაფიო, მოკლე. განკარგულების მოსმენის შემდეგ, დაქვემდებარებულმა პერსონალმა სიტყვასიტყვით უნდა გაიმეოროს განკარგულების ტექსტი და მიიღოს დასტური, რომ განკარგულება სწორად არის გაგებული.
ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა განკარგულების ან ნებართვის გაცემის ან მიღების შესახებ, ჩანაწერი უნდა გააკეთოს ოპერატიულ ჟურნალში. ზემდგომი ოპერატიული პერსონალის განკარგულება უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ და ზუსტად.
8. ოპერატიული მოლაპარაკებები უნდა წარმოებდეს ტექნიკურად გამართულად. ყველა ენერგომოწყობილობა, მინაერთები, რელეური და ტექნოლოგიური დაცვების და ავტომატიკის მოწყობილობები უნდა სახელდებოდეს მთლიანად დადგენილი დისპეტჩერული სახელწოდებების შესაბამისად. გადახვევა ტექნიკური ტერმინოლოგიიდან და დისპეტჩერული სახელწოდებებიდან დაუშვებელია. ოპერატიული მოლაპარაკებები დისპეტჩერული მართვის ყველა დონეზე და ოპერატიული მოლაპარაკებები ელექტროსადგურებისა და დიდი ქვესადგურების ცვლის უფროსების ავტომატურად უნდა ფიქსირდებოდეს მაგნიტურ ფირზე.
9. ენერგოსისტემის, ელექტროსადგურის მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის შეცვლის განკარგულებებში უნდა იყოს მითითებული შესაცვლელი რეჟიმული პარამეტრის საჭირო მნიშვნელობა და დრო, რომლისთვისაც უნდა იქნეს მიღწეული პარამეტრის აღნიშნული მნიშვნელობა, აგრეთვე განკარგულების გაცემის დრო.
10. ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის განკარგულება ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ამ უკანასკნელთან შეთანხმებით.
11. დაუშვებელია ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის განკარგულების შეყოვნება ან არ შესრულება იმ პირების მიერ, რომლებმაც უნდა შეასრულონ ეს განკარგულება, იმ ხელმძღვანელების ნებართვის არსებობის შემთხვევაშიც კი, რომელთა მიერ სანქციონირებულია ამ განკარგულების შეყოვნება ან არ შესრულება.
12. იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის მიერ გაცემული განკარგულება დაქვემდებარებულ ოპერატიულ-დისპეტჩერულ პერსონალს ესახება არასწორ განკარგულებად, მან ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა მოახსენოს განკარგულების გამცემ პირს. განკარგულების დამოწმების შემთხვევაში ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი ვალდებულია შეასრულოს ის.
აკრძალულია ზემდგომი პერსონალის იმ განკარგულების შესრულება, რომელიც შეიცავს ელექტროუსაფრთხოების წესების დარღვევას, ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს, ან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის დაზიანება, ელექტროსადგურის, ქევესადგურის საკუთარი მოხმარების კვების დაკარგვა ან რომელმაც შეიძლება კვების გარეშე დატოვოს საპასუხისმგებლო მომხმარებელი.
ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი ვალდებულია განკარგულების შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენოს განკარგულების გამცემ ზემდგომ ოპერატიულ-დისპეტჩერულ პერსონალს და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ხელმძღვანელს, აგრეთვე გააკეთოს ჩანაწერი ოპერატიულ ჟურნალში.
13. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალიდან რეზერვში მყოფი პირების ენერგოდანადგარების მომსახურების სამუშაოების შესრულებაში ჩაბმა შეიძლება თანამდებობრივი ინსტრუქციის ფარგლებში მხოლოდ ცვლაში მყოფი შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტექნიკური ან ოპერატიული ხელმძღვანელის ნებართვით, შესაბამის დოკუმენტებში ჩანაწერით.
14. აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალიდან ერთ-ერთი პირის შეცვლა სხვა პირით დასაშვებია ცვლის დაწყებამდე შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით და ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალისათვის შეტყობინებით.
აკრძალულია მუშაობა ზედიზედ ორი ცვლის განმავლობაში.
15. ცვლის ყოველმა მუშაკმა ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალიდან – მორიგემ, ვიდრე მუშაობას შეუდგება, უნდა მიიღოს ცვლა წინა მორიგისაგან, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჩააბაროს ცვლა გრაფიკით განსაზღვრულ შემდეგ მორიგეს.
16. ცვლის მიღებისას მუშაკი ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალიდან – მორიგე უნდა:
ა) გაეცნოს მის ოპერატიულ მართველობაში ან გამგებლობაში მყოფი ენერგოდანადგარების მდგომარეობას, სქემასა და მუშაობის რეჟიმს, შესაბამისი ინსტრუქციებით განსაზღვრული მოცულობით;
ბ) ცვლის ჩამბარებლისაგან მიიღოს ცნობა რეზერვში და რემონტში მყოფ მოწყობილობებზე და იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც აუცილებელია განსაკუთრებული თვალყური, მუშაობაში დარღვევის თავიდან ასაცილებლად;
გ) გაარკვიოს მასზე მიმაგრებულ უბანზე, რომელი სამუშაოები სრულდება განაცხადით, განწესით და განკარგულებით;
დ) შეამოწმოს და მიიღოს ინსტრუმენტები, მასალები, შენობების გასაღებები, ოპერატიული დოკუმენტაცია და სამუშაო ადგილის დოკუმენტაცია;
ე) გაეცნოს ყველა ჩანაწერსა და განკარგულებას, გაკეთებულს მისი წინა მორიგეობიდან გასული დროის განმავლობაში;
ვ) მიიღოს პატაკი დაქვემდებარებული პერსონალისაგან და მოახსენოს უშუალოდ ცვლის უფროსს მის მიერ მორიგეობის დაწყების და ცვლის მიღების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ;
ზ) გააფორმოს ცვლის მიღება-ჩაბარება ჟურნალში ან უწყისში ჩაწერით თავისი და ცვლის ჩამბარებლის ხელის მოწერით.
17. ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა პერიოდულად, ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად უნდა მოსინჯოს ტექნოლოგიური, სახანძრო, გამაფრთხილებელი და ავარიული სიგნალიზაციის, კავშირის საშუალებების, ავტომატიკის მოწყობილობების მოქმედება, აგრეთვე შეამოწმოს სამუშაო ადგილზე საათის ჩვენების სისწორე და ა.შ.
18. ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით უნდა განახორციელოს მუშა მოწყობილობებიდან სარეზერვოზე გადასვლა, აწარმოოს მოწყობილობის მოსინჯვა და პროფილაქტიკური დათვალიერება.
19. ოპერატიულ და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ხელმძღვანელებს აქვთ უფლება მოხსნან სამუშაო ადგილიდან მას დაქვემდებარებული ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას და მოახდინოს შესაბამისი შეცვლა ან ცვლაში მოვალეობების გადანაწილება.
20. ზემდგომი ოპერატიული პერსონალის ნებართვით ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი შეიძლება ხანმოკლე დროით ჩაბმული იყოს სარემონტო სამუშაოებსა და გამოცდებში, ამ დროში მისი სამუშაო ადგილზე მოვალეობების შესრულებისაგან განთავისუფლებით და ოპერატიულ ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით. ამ დროს დაცული უნდა იყოს ელექტროუსაფრთხოების წესების მოთხოვნებ