1. ოპერატიული კავშირი გულისხმობს გადამცემი ქსელის სათანადო ფუნქციონირების და მართვის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის სტანდარტული და გამართული კავშირის არხების და საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის დროულად გაცვლის მიზნით. მათ შორის:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრას;

ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კავშირის საშუალებების დეტალურ აღწერას;

გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცედურის განსაზღვრას;

დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების პერსონალისთვის უფლებამოსილების გადაცემის ზოგადი პროცედურის განსაზღვრას.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ეროვნული სადისპეტჩერო სამსახური და მოსარგებლის ოპერატიული მართვის პუნქტები უნდა იყოს აღჭურვილი დამოუკიდებელ, გამოყოფილ არხზე ჩართული ტელეფონითა და ფაქსის აპარატით, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ოპერატიული მიზნებისთვის.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ერთმანეთისთვის გადაცემული ოპერატიული მონაცემების კონფიდენციალურობა, გარდა კანონმდებლობით და ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საკომუნიკაციო სისტემები და მოწყობილობა:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის მიზნით სავალდებულოა SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სხვა სისტემების განთავსება. ყველა მოწყობილობა თავსებადი უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მართვის სისტემასთან;

ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს (ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამისი მონაწილის ხარჯზე) SCADA სისტემის დანერგვას რეალურ დროში ინფორმაციის მონიტორინგის და მოსარგებლის ობიექტებზე არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვის მიზნით;

გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილე ვალდებულია, უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების ხმოვანი კავშირის განხორციელება, როგორც პირველადი, ისე ალტერნატიული კავშირის არხის უზრუნველყოფის გზით;

დ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილე უზრუნველყოფს თავის ოპერატიული მართვის პუნქტზე ჩამწერი მოწყობილობის გამართულ ფუნქციონირებას;

ე)  ყველა საკომუნიკაციო მოწყობილობის განთავსება, ფუნქციონირება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. მაკონტროლებელი და ჩამწერი მოწყობილობები:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს SCADA-ს დისტანციური კავშირის მოწყობილობის განთავსებას მოსარგებლის შესაბამის ობიექტზე. ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამისმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს კავშირის მოწყობილობაზე  დისტანციური მართვისთვის საჭირო ყველა იმ ინფორმაციის  მიწოდება, რომელიც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ბ)  ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვის შედეგები და ამომრთველის  და გამთიშველის მდგომარეობების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეულ ენერგობლოკზე/აგრეგატზე.

გ) გადამცემი ქსელის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს, მუშაობის ნორმალური რეჟიმის, გარდამავალი  პროცესის და მოწყობილობების მდგომარეობის ჩაწერას და შენახვას;

დ) ენერგოსისტემის დინამიკური რეჟიმის კონტროლის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს შესაბამისი მოწყობილობის განთავსებას ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის ობიექტზე.

6.  SCADA-ს სისტემა

ა) SCADA-ს სისტემა უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის და მონაცემების გადაცემას და გაცვლას;

ბ)  ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ერთმანეთს უკავშირდებიან სტანდარტული ციფრული ინტერფეისის საშუალებით. საკომუნიკაციო მოწყობილობის კარადები უნდა იყოს განთავსებული მოსარგებლის ობიექტზე შესაბამის ოთახში.  მოსარგებლის ელექტროსადგურიდან და ელექტრომოწყობილობიდან საკომუნიკაციო მოწყობილობის კარადებამდე გაყვანილობისა და სიგნალების მიწოდების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია შესაბამისი  მოსარგებლე;

გ) კავშირის ყველა საშუალება (SCADA-ს ჩათვლით) უნდა იყოს  დაცული.  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამის მონაწილესთან შეიმუშავებს და ათანხმებს პროცედურებს, რომლებიც დაარეგულირებს ამ მონაწილის ინფორმაციის მოგროვებასა და კავშირის მოწყობილობების უსაფრთხოებას და მათზე წვდომა