1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე არსებულ მოსარგებლეებზე. ამ წესების ცალკეული მოთხოვნები არსებული მოსარგებლეების  მიმართ შეიძლება გადავადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შემდეგი წესით:

ა) არსებული  მოსარგებლეები  უფლებამოსილნი  არიან ამ  წესების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიმართონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წესების ცალკეული მოთხოვნების შესრულების გადავადების შესახებ. მიმართვაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი:

ა.ა) მოთხოვნის შესრულების გადავადების მიზეზი;

ა.ბ) მოთხოვნის შესრულების გადავადების პერიოდი;

ა.გ) მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 3 თვის ვადაში დისპეტჩერიზაციის  ლიცენზიატის დასაბუთებული  წერილობითი წინადადების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იღებს გადაწყვეტილებას არსებული მოსარგებლეების მიერ ამ წესების ცალკეული მოთხოვნის შესრულების გადავადების თაობაზე.

3. დისპეტჩერიზაციის  ლიცენზიატი ვალდებულია,  ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას   დასამტკიცებლად    წარუდგინოს    მიერთების   ხელშეკრულების    სტანდარტული    პირობები   და გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმ