1. ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაქრობის შემთხვევების თავიდან აცილების ან გამორთვის შემდეგ ნორმალური ფუნქციონირების სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, უნდა განხორციელდეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მასშტაბით შესაბამისი სწავლება.
2. ავარიის ლიკვიდაციისთვის მოსამზადებელი ნებისმიერი სასწავლო წვრთნა, რომელსაც ატარებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი ან მოსარგებლე, შეთანხმებული უნდა იყოს მათ შორის და აგრეთვე ნებისმიერ იმ მოსარგებლესთან, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნულმა სწავლებამ.
3. ავარიული სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის შედგენის, სწავლებების ჩატარების პირობები და ვადები:
ა) ნაწილობრივი და სრული ჩაქრობის ლიკვიდაციის გეგმები უნდა ითვალისწინებდეს ავარიული მდგომარეობიდან სწრაფად და უსაფრთხოდ გამოსვლის ღონისძიებებს იმგვარად, რომ მოსარგებლეზე ამან მინიმალური გავლენა მოახდინოს;
ბ) ავარიული სიტუაციის დროს მოქმედების ყველა გეგმა პერიოდულად უნდა შემოწმდეს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალურ გარემოში ტესტირებით. თუ ასეთი ტესტირება საფრთხის წინაშე აყენებს მოსარგებლეს ან იწვევს დიდ ხარჯებს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტესტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული საფრთხის და ხარჯების გათვალისწინებით. ტესტირების ხარჯებს უზრუნველყოფს შესაბამისი აქტივების მფლობელი (მფლობელები);
გ) მოსარგებლეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ავარიული სიტუაციისას მოქმედების გეგმებთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნები;
დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს ელექტროენერგიის მიწოდების ცვლილების მოთხოვნებს, მოსარგებლეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. მოსარგებლეებს უფლება აქვთ შესათანხმებლად წარადგინონ ალტერნატიული ვარიანტები;
ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენაზე;
ვ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სისტემის აუცილებელი კვლევები, რათა განსაზღვროს, რა გავლენა ექნება სხვადასხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლას გადამცემი ქსელის საიმედოობაზე. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით, განაწილების ლიცენზიატებმა ასევე უნდა ჩაატარონ საჭირო კვლევები ქსელის მათ ნაწილში და აცნობონ შედეგები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს;
ზ) ავარიული სიტუაციის დროს, პირველ რიგში, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალისა და მოწყობილობის უსაფრთხოება. ხოლო შემდეგ, გადამცემი ქსელის ერთიანობის დასაცავად - შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
თ) ავარიული სიტუაციისთვის მოსამზადებელი სასწავლო წვრთნები ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ. სასწავლო წვრთნების დროს უნდა მოხდეს რეალური ავარიული სიტუაციის სიმულაცია. ამასთან, უნდა განხორციელდეს სასწავლო წვრთნების შეფასება, პროცედურებში არსებული ნაკლოვანებების დაფიქსირება, მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა და შესაბამისი შესწორებების შეტანა;
ი) სისტემაში ავარიული სიტუაციების სამართავად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა (გეგმები), რომელიც სხვა გარემოემებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:
ი.ა) სიხშირის შემცირებით მოსარგებლეების (მომხმარებლების) გამორთვა;
ი.ბ) ძაბვის შემცირებით მოსარგებლეების (მომხმარებლების) გამორთვა;
ი.გ) კრიტიკული სიტუაციების მართვა (ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სხვა მოულოდნელი მოვლენების დროს);
ი.დ) მიერთების ყველა წერტილისთვის შესაძლო იძულებითი გათიშვა;
ი.ე) მიწოდების აღდგენა.
4. გადამცემი ქსელის ნაწილობრივ ან მთლიანად გათიშვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოსარგებლისათვის მიწოდების ნორმალური რეჟიმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო მექანიზმის შემუშავება, რაც მოიცავს:
ა) სისტემის აღდგენის ზოგადი სტრატეგიის უზრუნველყოფას;
ბ) სისტემის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორცილებას;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეეების ვალდებულებას, ითანამშრომლონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სისტემის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
დ) დისპეტერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის სათანადო პერსონალის სწავლებას.
5. გადამცემი ქსელის აღდგენის პროცესში ძაბვისა და სიხშირის სტანდარტული ზღვრები (ნორმალური და ავარიის შემდგომი) არ გამოიყენება.
6. ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის გეგმა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მონაწილისათვის, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, გასცეს განკარგულებები ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ენერგობლოკების/აგრეგატების გაშვების ინიცირების მიზნით;
ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების ვალდებულებებს, რომელთა ენერგობლოკები/აგრეგატები უზრუნველყოფენ ნულიდან გაშვებას;
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, კოორდინაცია გაუწიოს დამატებითი რეზერვების უზრუნველყოფას;
დ) შესაბამისი პროცედურის დასრულებისა და სისტემის აღდგენის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვალდებულებას, აცნობოს სისტემის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შესახებ;
ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელი ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან სიმძლავრის მიღების შესაძლებლობის შეთანხმების საკითხს.
7. ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაქრობისას ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის ზოგადი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:
ა) ელეტროენერგეტიკულ სისტემაში კუნძულოვანი უბნების შექმნას;
ბ) ელეტროენერგეტიკულ სისტემის იზოლირებული ნაწილების ეტაპობრივ ინტეგრაციას შედარებით დიდ ნაწილებთან;
გ) ელეტროენერგეტიკულ სისტემის მთლიან აღდგენა