1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატების მიერ წინასწარ მოწოდებული გეგმების საფუძველზე, გადამცემი ქსელის აღდგენით ან სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული გათიშვები უნდა დაგეგმოს მეორე და მესამე წლებისთვის, ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ნულოვანი და პირველი წლებისთვის.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, თუ ეს აუცილებელია გადამცემი ქსელის და ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირებისათვის.
3. გადამცემი ქსელის გათიშვის დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს დაგეგმილ თარიღამდე სამი (3) წლით ადრე. ამ პროცესის შედეგი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი გეგმა, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სათანადოდ გაწერილ ვადებს:
ა) გათიშვების შეთანხმებული გეგმა მოიცავს ნულოვან წელს;
ბ) გათიშვების წინასწარი გეგმა მოიცავს პირველ წელს;
გ) გათიშვების ინდიკატური გეგმა მოიცავს მეორე და მესამე წლებს.
4. გათიშვების ინდიკატური გეგმების შედგენა გულისხმობს გათიშვების დაგეგმვას მეორე და მესამე წლებისათვის. კერძოდ, ნულოვანი წლის 30 სექტემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეადგინოს გადამცემი ქსელის გათიშვების ინდიკატური გეგმა, რომელიც განკუთვნილია შიდა მოხმარებისათვის. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს დამატებით მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად შეიძლება წარმოიშვას შიდა გათიშვების საჭიროება ან სხვა ზომების გატარება ელექტროენერგიის წარმოების გრაფიკებისა და დისპეტჩირების შეზღუდვების ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი ქსელის უსაფრთხოების დაცვა.
5. გათიშვების წინასწარი დაგეგმვა პირველი წლისათვის ხორციელდება შემდეგი პროცედურების მიხედვით:
ა) თითოეული წლის გასვლის შემდეგ ყოველ კალენდარულ წელს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა განაახლოს გადამცემი ქსელის გათიშვების წინასწარი გეგმა და ამასთან, უნდა გაითვალისწინოს ის გათიშვები, რომელიც გამოწვეული იქნება დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით;
ბ) ნულოვანი წლის პირველ დეკემბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეიმუშაოს გადამცემი ქსელის გათიშვების საბოლოო გეგმა და ხელმისაწვდომი გახადოს მოსარგებლეებისათვის (უფლებამოსილი დაინტერესებული მხარისათვის). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ასევე წერილობით აცნობებს შესაბამის მოსარგებლეებს გეგმის იმ საკითხების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მათზე გავლენა მოახდინოს, გადამცემი ქსელის გათიშვების დაწყებისა და დამთავრების თარიღების ჩათვლით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ასევე მიუთითებს, თუ სად არის საჭირო შიდა გადართვები, საავარიო გათიშვები, ავარიული დატვირთვების მართვა და სხვა ზომების გატარება ენერგობლოკის/აგრეგატის გრაფიკებისა და დისპეტჩირების ჩათვლით, რათა გარანტირებული იყოს გადამცემი ქსელის უსაფრთხოება დასაშვებ ზღვრებში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პირველი წლისათვის შემუშავებული გათიშვების წინასწარი გეგმა, ერთი წლის გასვლის შემდეგ მიიჩნევა გათიშვების შეთანხმებულ გეგმად.
7. შეთანხმებული გათიშვების გეგმის ფაზებია:
ა) ყოველ ხუთშაბათს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა განაახლოს გადამცემი ქსელის გათიშვების გეგმა მომდევნო შაბათი დღიდან ერთი კვირის პერიოდისათვის;
ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის მოსარგებლეებს გათიშვების გეგმის იმ საკითხების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მუშაობაზე, გადამცემი ქსელის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვების დაწყებისა და დამთავრების თარიღების ჩათვლით;
გ) გათიშვის გეგმიდან გადახვევის მოთხოვნის წარმოშობის შემთხვევაში მოსარგებლემ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს აღნიშნულის თაობაზ