1. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, შეატყობინონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს გამანაწილებელ ქსელში ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-დანადგარებსა და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი  სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე.

2. გამანაწილებელ ქსელში გათიშვების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის  მომხმარებლების გეგმური გათიშვების კოორდინაციის დროს სისტემის ოპერატორი  ვალდებულია იმოქმედოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემისოპერატორის განკარგულების შესაბამისად.

3. სისტემის ოპერატორს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გათიშვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე  შეუძლია მოითხოვოს  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისაგან მოკლევადიანი გეგმური  სარემონტო გათიშვების უფლება. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გამანაწილებელი ქსელის შესახებ, რომელსაც გათიშვა ეხება;

ბ) გათიშული სიმძლავრის შესახებ (მგვტ);

გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ მგვტ-ში (ელექტროსადგურების შემთხვევაში);

დ) გათიშვის მისაღები დაწყების დღესა და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს;

ე) გათიშვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს).

4. მოთხოვნის მიღებისთანავე  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის ლიცენზიატისგან სიტუაციის განხილვის შემდეგ პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

5. თუ გამანაწილებელ ქსელს სჭირდება გათიშვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გათიშვების გეგმებს),  სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:

ა) გამანაწილებელი ქსელის დასახელებას;

ბ) არაგეგმური გათიშვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროსა და ხანგრძლივობას;

გ) ინფორმაციას გათიშვის ხასიათისა და გათიშული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის, ინფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გათიშვისას).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს სისტემის ოპერატორს კორექტირების შეტანა გათიშვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით.  კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში  სისტემის ოპერატორმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს.

7. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელის იძულებით გათიშვას, სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ.  აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის  ოპერატორს და უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ელექტროენერგიის უმოკლეს ვადებში აღსადგენად.

8.  სისტემის ოპერატორმა არაგეგმური გათიშვისას გათიშვის მიზეზისა და აღდგენის ზუსტი დროის დადგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს.

9. თუ გათიშვის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, სისტემის ოპერატორისთვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის  ოპერატორს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და აღდგენის თარიღ